შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები უკრაინის ელჩს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები უკრაინის ელჩს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილები არჩილ თალაკვაძე და ლევან იზორია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვასილ ციბენკოს შეხვდნენ. ელჩმა არჩილ თალაკვაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს შსს-ში მიმდინარე რეფორმებს და უკრაინულ მხარესთან რეფორმების გაზიარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფებზე, რომელთაც რეფორმატორული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება აქვთ და ამჟამად მინისტრის ხელმძღვანელობით რამდენიმე მნიშნვნელოვან პროექტზე მუშაობენ. დიალოგი თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის თებერვალში განახლდება.

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილ ციბენკომ ასევე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.