საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს I კლასის რიგითის, დათო გიას ძე გელაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
დათო გელაშვილი (დაბადებული 1994 წლის 11 აპრილს) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლის 18 დეკემბრიდან ირიცხებოდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე საკონტრაქტო სამსახურს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებულ ბატალიონში ასრულებდა.
რიგითი გელაშვილი კვირას, 28 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. ამ დღეს ის დათხოვნაში იმყოფებოდა.
საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი იძიებს.