112-მა საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო სტენდები განათავსა. აღნიშნულ სტენდებში მოთავსებულია საინფორმაციო ბროშურები და ფლაერები სამსახურის მუშაობის სპეციფიკის დეტალურად გაცნობის მიზნით.
112-ის საინფორმაციო სტენდების განთავსება აეროპორტებში მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში შემოსულმა ნებისმიერმა ტურისტმა მიიღოს ინფორმაცია 112-ზე დარეკვის წესის, დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ და იცოდნენ, სად დარეკონ, როდესაც საჭიროა საპატრულო, სახანძრო-სამაშველო თუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
სტენდების განთავსების მიზანია, ქვეყანაში შემოსულმა პირმა მიიღოს სრული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სტენდები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და მესტიის აეროპორტებში განთავსდა.