ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის მედლით დაჯილდოვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის მედლით დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ გასპარიანს შეხვდა. ვლადიმერ გასპარიანმა ალექსანდრე ჭიკაიძეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის მედალი გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შსს-ში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ გორიკ აკოპიანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ალექსანდრე ჭიკაიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 დეკემბერს დასრულდება.