შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს ეწვია. მინისტრმა განახლებული შენობა დაათვალიერა და სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში სამ სართულზე განთავსებული სხვადასხვა დანაყოფების სამუშაო ოთახები გარემონტდა, ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. მინისტრმა, ასევე, სამმართველოს ეზოში მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა განახლებული მემორიალი დაათვალიერა.