განცხადება გუანტანამოს საპატიმროდან სამი ყოფილი პატიმრის საქართველოში გადმოყვანის შესახებ

განცხადება გუანტანამოს საპატიმროდან სამი ყოფილი პატიმრის საქართველოში გადმოყვანის შესახებ

2014 წლის 21 ნოემბერს, გუანტანამოს საპატიმროდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნის საფუძველზე განხორციელდა დაბალი რისკის მქონე სამი ყოფილი პატიმრის გადმოყვანა. აღნიშნული პირების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოა. ისინი აქ იცხოვრებენ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან არაერთი პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც თანამშრომლობს, კერძოდ, 2010 წელს საქართველოში გუანტანამოს ციხიდან ასევე სამი ყოფილი პატიმარი იყო გადმოყვანილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ მშვიდობიანად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. მათ მსგავსად, აღიშნული სამი პატიმარი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის გავლის შემდეგ ასევე დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში.