გასულ წელს მკითხველის სამსჯავროზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ხალხში მოარული ანეკდოტები გავიტანე. ჩვენს ქვეყანაში ეს პიროვნება ისეთი „პოპულარობით“ სარგებლობდა რომ ამ თემამ ერთი წერილი არ დაიტია და მისი რამდენჯერმე გაგრძელება მომიწია.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ უმცირესობაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე დღეები დაუდგა და უცხო ქვეყნებში „გადახვეწილი“ მიშიკოც მალე „იატაკქვეშეთიდან“ გამოვიდა, უწინდელი მხნეობა დაიბრუნა და კვლავ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ყოველდღიური დამოძღვრა დაიწყო.
დღეს პოლიტიკური ანეკდოტების მორიგ გამოშვებას შემოგთავაზებთ. წინა „სერიებისაგან“ განსხვავებით ამჯერად მიხეილ სააკაშვილს „წამყვანი ადგილი“ არ ერგო. ალბათ „განდევნებაში“ მყოფი ექს-პრეზიდენტი ხალხმა თანდათან მიივიწყა. შემიძლია მოგახსენოთ, რომ გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზეც „შესაბამისი მასალის“ მოძიება გამიჭირდა.
ჩემს მიერ მოწოდებულ ანეკდოტებს ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ. ქვეყანაში არაერთი პოლიტიკური პარტია ფუნქციონირებს. ყოველ მათგანს საკუთარი მხარდამჭერები გააჩნია და ამ ადამიანების განაწყენებას მოვერიდები.
წერილის პირველ ნაწილს ბატონ მიხეილ დავუთმობ.
1. მიშა შვილო ამოდი შეცვალე კონსტიტუცია და ჩადი ისევ.
2. მგონი ღირს უკვე, სამომავლოდ, მისთვის ძეგლის თაობაზე საუბარი. ფორმის არჩევა, იმდენად არ იქნება რთული საქმე, რამდენადაც მისი გამოძერწვა. გამოძერწვის საქმეს მოვაგვარებთ, მაგრამ ადგილი სად შევურჩიოთ?
3. მიშა მამაოსთან თხოვნით მივა:
- მამაო, იქნებ წმინდა გიორგის ეს ხატი ცოტა დაბლა დაკიდოთ, ვერ ვწვდები და მოვკვდი ამ გველეშაპის კოცნით.
4. - მიშაა.
- რაა ?
- ბიიძიინაა.
5. მიშას ეკითხებიან:
- რომელია ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ?
- ქდმ - უპასუხა მიკუზამ.
- რატომ ქდმ ?
- რატომ და დაბმული რას აკეთებს და მის ჭკუაზე რომ გაუშვა, მერე რას იზამსო.
სააკაშვილის თემა დროებით დავხუროთ და ხალხში მოარულ სხვა ანეკდოტებს გავეცნოთ.
6. - არა, ძმაო, კაი კაცია ეგ შალვა ნათელაშვილი, ჭკვიანიცაა, სიმართლეს ამბობს, ხალხზე ზრუნავს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს.
- რა ნაკლი აქვს, შე კაცო?
- ნათელაშვილია, რა!
7. „ოპოზიციური პარტიები უცხოეთში საქართველოს იმიჯს ლახავენ, ეწევიან საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას" – „ნაციონალები" ოპოზიციის შესახებ, 2013–მდე.
„საქართველოს პრეზიდენტი ღიად, დაუფარავად ეწევა საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას და საბოტაჟს",– ყოფილი ოპოზიცია „ნაციონალების" შესახებ, 2013 წლიდან.
8. გურიაში ნაცების მანქანა გადაბრუნდა.
გურულებმა მაშინვე დამარხეს ხალხი.
პოლიცია მოვიდა და ეუბნება:
– რეიზა დამარხეთ ეგება ცოცხალი იყო რომელიმე?!
– ერთი ორმა ქე წეიკრუსუნა - ცოცხლები ვართო, მარააა მაგენის ძამა დეიჯერება რამეეეე?!
9. თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია (ედუარდ შევარდნაძე)
ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებით უკვე 200 წელი (შ. ნათელაშვილი)
დღეს წვიმა და ათასგვარი პროვოკაციაა მოსალოდნელი. (სალომე ზურაბიშვილი)
10. – როგორ უყურებ ჩვენს ხელისუფლებას?
– როგორც ცოლს.
– ეგ როგორ?
– ცოტა მიყვარს, ცოტა მეშინია, ცოტას ვაქებ, ცოტას ვატყუებ, მაგრამ მაინც სხვა მირჩევნია.
11. პოლიტიკური ანეკდოტები, ყოველ ერთ საათში „რუსთავი 2“- ზე და „იმედზე“.
12. სოფელში ერთი მოხუცი კაცი გარდაიცვალა, რომლის სიკვდილმა მართლაც ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული. ჩემი მეზობელი სამძიმარზე მივიდა და ასე მიატირა მიცვალებულს:
– სა მიდიოდი ბიჯოოო, მოგეცადა ორი თვეი, გენახა რას იზამდა აი ოპოზიცია!
სატირლად არავის ეცალა თურმე მაშინ.
13. მარგველაშვილმა დაინახა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში და აღმოხდა: აგი რა სიკვდილიაო?!
შემოხედა პარლამენტის შენობამ მარგველაშვილს და გაკვირვებულმა თქვა: აგი ვინ სიკვდილიაო?!
14. გიგი უგულავა უკაცრიელ კუნძულზე მოხვდება ძალიან დიდი ხნით. ერთ დღეს მოცურდა ნავი, რომელშიც მაგარი ქალი ზის და ხელს უქნევს:
- მოდი ჩემთან, მე ის მაქვს, რაც შენ დიდი ხანია არ გინახავს.
უგულავა მიცურავს და ფიქრობს:
- ვა, ნიუჟელი ტენდერი აქვს?
15. მდინარის შუაგულში ნავში კაცი მარტო ზის და გაიძახის: „არა! არა!“
სოფლის სტუმარი მასპინძელს ეკითხება:
- რას ყვირის ეს კაცი და რატომ?
- აა, ეგა? ჩვენი დeპუტატია, უმრავლესობის წევრი.
მთელი წელიწადი აქტიურად გაიძახოდა - „დიახ,“ ახლა კი შვებულებაშია...
16. ბაჩო ახალაია სახლს არასოდეს ალაგებდა თვითონ, იმიტომ რომ კაკულიამ თავის დროზე გააფრთხილა:
„იცოდე, ცოცხებს ახლოს არ გაეკარო არასოდეს, თუ გინდა რომ აწყობილი ცხოვრება არ დაგემხოს თავზეო...", მაგრამ რას იზამ, ბედის მოტყუება ასე ადვილი არ ყოფილა...
17. ორი ძმაკაცი ხვდება ერთმანეთს:
- ბაჩო ახალაიას კამერიდან ყოველდღე „ჰეფი ბერზდეი" რატომ ისმის?
- ყოველდღე ერთი წელი ემატებაო.
18. ციხეში შესული წიკლაური ეუბნება ბაჩოს, შენ არ იცი რამდენი მტერი გვყავს ამ ქვეყნადო. ბაჩომ უთხრა, შენ ის მკითხე იმ ქვეყნად რამდენი გვყავსო.
19. ბაჩო ახალაიას უთხრეს მკვლელობას გაბრალებენო. ბაჩომ - მომიყვანეთ, ვინ თქვა მაგი, ტყვია უნდა დავაჭედო შუბლშიო.
20. აკაკი ბობოხიძეს ეკითხებიან, ტაისონს მოერევიო? ბობოხიძე პასუხობს - კი, ოღონდ მიშას თუ შეაგინებსო.