შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის ავტომრბოლელმა დავით ქაჯაიამ BMW club Georgia-სა და Sound Group-ის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ საღამოზე საუკეთესო მრბოლელის ტიტული მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ. „მათე მოტორსის" პავილიონში მისულ ავტომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ შსს-ს სპორტული კლუბის ავტომობილები Legends და Formula Alfa დაეთვალიერებინათ. ასევე დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული საუკეთესო სპორტული ავტომობილები, სუპერქარები და მოტოციკლეტები.