ცრუ ტარიელ ონიანის რუსული თაღლითობა

ცრუ ტარიელ ონიანის რუსული თაღლითობა

თავისი პროფესორები და აკადემიკოსები კრიმინალურ სამყაროსაც ჰყავს. ამ ,,ტიტულით’‘ ისინი ჯილდოვდებიან, ვინც საკუთარ საქმეს ზედმიწევნით მაღალ დონეზე ასრულებს და სამართალდამცავების ხელში არ ვარდება. მართალია, უმრავლესობის ბოლო მაინც ციხეა, მაგრამ იქ მოწიწებით ეპყრობიან და მათ ,,საგმირო საქმეებს’‘ ლეგენდებად ჰყვებიან...

რუსთავის #16 დაწესებულებაში ჯეირან შ. რომ მოიყვანეს, შეიძლება ითქვას, პატიმრებმა დიდების კორიდორი მოუწყვეს და ტაშით შეხვდნენ. 65 წელს გადაცი-ლებული ჯეკო ღიმილით მიესალმა ახალგაზრდებს, მერე კი ისე ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი პატიმარი. ერთი ეგ იყო, მის სიტყვას მაყურებლებიც გუ-ლისყურით ისმენდნენ და რაც მთავარია, ითვალისწინებდნენ კიდეც. როგორც მო-სალოდნელი იყო, ერთ დღეს ჯეკოს პატიმარი #0578 ეახლა.

,,სალამი, ჯეკო. შენზე ლეგენდებს ჰყვებიან, ისაო, ესაო... რუსეთში 30 წელი ცხოვრობდაო და ეს უსაშველო მეგრული აქცენტი ხელს არ გიშლიდა?!’‘ _ პირ-დაპირ იერიშზე გადავიდა #0578.
,,ჯერ ერთი, რუსულად უაქცენტოდ ვლაპარაკობ, მეორეც, არავის საქმე არ არის, სად ვცხოვრობდი და მესამეც, შენ ვინ ხარ და რა გინდა?!’‘ _ მშვიდად ჰკითხა ჯეკომ.
,,მე პატიმარი #0578 ვარ, შენ ჩემზე უკეთ იცი, ვინ ვარ და ისიც იცი, რომ შენი ისტორიები მაინტერესებს. ამბობენ, თავის საქმის აკადემიკოსიაო. არადა, წამალ-ზე დაგიჭირეს და ახლა არ მითხრა, წამლის კეთებას აკადემიკოსობა უნდა’‘, - გაუღიმა პატიმარმა.

,,წამალი ცხოვრებაში არ გამიკეთებია. აქ გასვენებაში ჩამოვედი, დედა დამეღუ-პა. აქაურმა პოლიციამ იცოდა, წმინდანი რომ არ ვიყავი, მაგრამ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი საქართველოში და რამე მიზეზით ხომ უნდა დავეჭირე? ჰოდა, წამალი ჩამიდეს და მართალია, 3 წელი მომცეს, ჩემთვის ესეც სროკია. 65-ს გადა-ვაბიჯე და მიჭირს. რომ მცოდნოდა, ტყუილად დამიჭერდნენ, არ ჩამოვიდოდი’‘, - ჩუმად თქვა ჯეკომ.

,,და რუსეთში?! მომიყევი რა, გთხოვ. ყველა ისტორიას არ გთხოვ, არც გემახ-სოვრება, ალბათ, ისეთი მომიყევი, შენც რომ ამაყობ და ღიმილით იხსენებ’‘, - სთხოვა #0578-მა.
,,ჯერ ერთი, აბსოლუტურად ყველა საქმე მახსოვს და მეორეც, ვისაც ჰგონია, რომ თაღლითობა მარტივია, იდიოტია, დამიჯერე. ამას ბევრი ფიქრი, ყველა დე-ტალის დაგეგმვა და შემდეგ უკვე შესრულება უნდა. ,,ბოთლების საქმეს’‘ მოგიყ-ვები, მიუხედავად იმისა, რომ თემა ცარიელი ბოთლები იყო, ყველაზე მეტად ამ საქმით ვამაყობ. მოსკოვის გარეუბანში, სადღაც საღორეში ვცხოვრობდი და პუ-რის ფული მიჭირდა. ერთ დღეს ვიღაც თეთრხალათიანები მოვიდნენ, წყლის ანა-ლიზი გვინდა და ბოთლით წყალი გამოგვიტანეო. გავუტანე და წავიდნენ. იმავე საღამოს მივხვდი, ფული როგორ მეშოვნა. საქართველოდან ჩემებს 500 დოლარი გამოვაგზავნინე, უკან მოვიდივარ და ფული არ მაქვს-თქო. არადა, იმ 500 დოლა-რით თეთრი ხალათი ვიყიდე, სატვირთო მანქანა ვიქირავე და მოსკოვის ცენტრში ერთ-ერთ კორპუსს მივადექი. იქ გამოვაცხადე _ ექსპერტიზის ბიუროდან ვარ და ეჭვი გვაქვს, ჩეჩნებმა წყალი უნდა მოწამლონ-თქო. ამიტომ, მეორე დღეს ყველა მოსახლეს თითო ბოთლი წყალი უნდა ჩამოეტანა და ჩაებარებინა, ანალიზი რომ გაგვეკეთებინა. ასე რამდენიმე კორპუსთან დავაანონსე და ის ღამე თეთრად გავა-თენე, არ ვიცოდი, რა იქნებოდა. დილით დავიარე და სატვირთო ერთ საათში წყლით სავსე ბოთლებით გავავსე. მივადექი ბოთლების ჩაბარების ცენტრს და ჯერ ერთი რეისი დავცალე, მერე მეორე, მესამე და ორ თვეში მოსკოვში ოროთა-ხიანი ბინა ვიყიდე. მოსახლეობას ვუბარებდი, თუ აღარ მოვალ, ე.ი. წყალი კარ-გია-თქო და ხალხიც ბედნიერი იყო. ორი წელი სხვა არაფერი მიკეთებია, მთელ მოსკოვს შემოვუარე, ცოლ-შვილი წავიყვანე აქედან, დავიქირავე კაცი, რომელიც აღრიცხვას აკეთებდა, რომ ერთსა და იმავე კორპუსს არ მივდგომოდი. შემეძლო, მეორე წრეზეც წავსულიყავი, მაგრამ მომწყინდა, ძალიან მომწყინდა, ყოველდღე სატვირთოთი ბოდიალი...’‘

,,და რა ქენი?’‘

,,არაფერი განსაკუთრებული - ერთხელ, ბაზარზე შევედი და დავინახე, რომ შესასვლელში ვიღაცები სულგუნს ყიდდნენ. ჩემი ცოლი საოცარ სულგუნს აკე-თებს, ვიფიქრე, ოფიციალურ ბიზნესს დავიწყებ-თქო და სულგუნი გავაკეთებინე მეგრელ ქალებს, დავაყენე კაცი და ერთ საათში ის კაცი კარგად ნაცემი მომივი-და. რა მოხდა-მეთქი და, თურმე, ვინც სულგუნს ყიდდა, ადგილობრივ რეკეტს თვეში ათი ათას დოლარს უხდიდა. ხომ ხვდები, რა ფულზეა საუბარი ანუ იმას რამდენი რჩებოდა?! მეორე დღეს ვიქირავე ბრონირებული ჯიპი, დაცვა და მივა-დექი ბაზარს, დავაყენე ეს ჩემი სულგუნის გამყიდველი შესასვლელთან და ათ წუთში თავმოხოტრილი ბიჭებიც გამოჩნდნენ. დაცვამ ჩემს მანქანასთან მოუხმო. ფანჯარა ჩავწიე და ვუთხარი, რომ ტარიელ ონიანი ვარ და ეს კაცი აქ სულგუნს გაყიდის ექვსი თვე-მეთქი. ხმა არ ამოუღიათ, თავდაღუნულები გატრიალდნენ. ვერ გეტყვი, რატომ ვთქვი მაინცდამაინც ტარიელის სახელი, მაგრამ ეგ მომადგა ენა-ზე. ორი თვის შემდეგ შინ ვიღაცები დამადგნენ და ტარიელი გიბარებსო. წავედი, მიმიყვანეს ონიანთან. ეს ჩემი რეკეტიორებიც იქ არიან, თურმე, დაუბარებია ტარი-ელს რაღაცისთვის და იმათ კიდევ უთქვამთ, არ ხარ შენ ტარიელიო. მომაყოლა ყველაფერი იმან და როცა ბოლომდე მომისმინა, სიცილი დაიწყო. მერე მითხრა, გეყოფა ახლა ტარიელობა, შენი სულგუნით დაიკარგე იქიდან და მეორედ თუ გა-დაწყვეტ ჩემი სახელის გამოყენებას, მითხარი მაინც, თორემ გაბრაზებაც ვიციო. იმ ორ თვეში 50 ათას დოლარზე მეტი ვიშოვე სულგუნით და ტარიელის სახე-ლით’‘...

,,შენზე თქვეს, ავტობაზრობის დირექტორს ქეშად მილიონი გამოართვაო და რა უთხარი ასეთი?!’‘

,,ჰო, მოსკოვში იყო ეგეც. ავტობაზრობის დირექტორს დავადექი გამოწყობილი, თავი ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორად წარვუდგინე და კომუნის-ტების დროიდან შემორჩენილი ავტონაწილების ჩატანას დავპირდი. სია რომ ვანა-ხე, რა ნაწილები მქონდა, თვალები შუბლზე აუვიდა და როცა ვუთხარი, მილიონი მინდა-მეთქი, იმაზე უფრო გაოცდა. მინიმუმ ორი მილიონის ნაწილები იყო ჩამო-ნათვალში. ფული ქეშად მოვთხოვე, საქართველოში რომ წავალ, იქიდან წამოს-ვლას აღარ ვაპირებ-მეთქი და მერე სად გეძებო-თქო?! სახლსაც ვყიდი სამ მილი-ონად და მივდივარ რუსეთიდან-მეთქი. სახლი მანახეო და მოსკოვის გარეუბანში ნაქირავები სასახლე ვანახე, დღეში შვიდი ათას დოლარს ვიხდიდი იმ სახლში და მესამე დღე იყო, დაქირავებული მქონდა. მოვიდნენ, მე და ჩემს ცოლ-შვილს სურათები გადაგვიღეს და მეორე დღეს იმავე სახლში მილიონი მოგვიტანეს ქე-შად. იმავე დღეს ტოლიატიში გავფრინდი და ორი წელი იქ ვცხოვრობდი. ამ ორი წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, იმ მილიონს ვჭამდი და თან ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, ცოლ-შვილი რატომ გავრიე ამ საქმეში-თქო. არც მერე დავ-ბრუნდებოდი მოსკოვში, მაგრამ ჩაცხრილეს ის კაცი და დავბრუნდი.’‘

,,ახლა რას აპირებ?!’‘

,,აქედან რომ გავალ, ისრაელში უნდა წავიდე, ცოლს სიმსივნე აქვს და უნდა ვუმკურნალო. იმედი მაქვს, მალე გამიშვებენ, არაფრის გამო სამი წელი ბევრია’‘, _ თქვა ჯეკომ.
ჯეირან შ-ს ამნისტიამ მოუსწრო და 2013 წელს გათავისუფლდა. აეროპორტში ისევ დააკავეს და დღემდე ციხეში ზის. როგორც ამბობენ, დაპატიმრების მიზეზი ჯიბგირობა გახდა. ვერ გეტყვით, მართლა იჯიბგირა თუ არა, მაგრამ თავად ამ-ბობდა, თაღლითობის მეტი არაფერი ვიციო.