ალბათ ცალკე პოლიტიკური ჟანრია სენატორი შაჰინი, ჰელსინკის კომისია, „ყველასთვის კარგად ცნობილი“ ჯო უილსონი თავისი პოსტებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ახლა უკვე სასჯელს იხდის განსაკუთებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რომელიც ითვალისწინებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთას.
„ალბათ ცალკე პოლიტიკური ჟანრია სენატორი შაჰინი, ჰელსინკის კომისია, „ყველასთვის კარგად ცნობილი“ ჯო უილსონი თავისი პოსტებით და ის ხარისხი, აბსურდისა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მათი პოლიტიკური, აბსოლუტური დეკადანსი, რომელსაც საზოგადოება თვალყურს ადევნებს, რაც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესების მათ მიერ კომენტირებასთან.
მეორე მხრივ, საქმე გვაქვს რეალურად ლუსტრაციასთან თუ თვითლუსტრაციასთან მათივე მხრიდან იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან კარგად წარმოჩინდება რეალურად ვინ ვის სამსახურში ბრძანდებოდა. მათ შორის მსჯავრდებულ ბაჩიაშვილზე, რომელიც კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ახლა უკვე სასჯელს იხდის განსაკუთებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რომელიც ითვალისწინებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთას, მას უკვე დაენიშნა ეს სასჯელი, საქმე ეხება ქონების მითვისებასა და ფულის გათეთრებას, ამ პიროვნებაზე ამბობენ, რომ მასთან მიმართებით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, მართლმსაჯულების აღსრულება ყოფილა თურმე დემოკრატიის უკუსვლა. მაშინ ჩნდება კითხვა, ე.ი. დემოკრატიის წინსვლა რა არის, დანაშაულებრივი საქმიანობით საქართველოში გარკვეული თუნდაც პოლიტიკის კეთება, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება თუ რა?
მინდა ყველას გავახსენო ისიც, რომ სწორედ ბატონი ბაჩიაშვილი გახლდათ, რომელიც პარლამენტის წინ რადიკალურ ჯგუფებთან ერთად დაფუსფუსებდა იმ საკმაოდ მძიმე დღეებში ჩვენი სახელმწიფოსთვის, როდესაც რადიკალები ბოლომდე ცდილობდნენ შეერყიათ ქართული სახელმწიფოებრიობა.
მოგვიანებით, რამდენადაც გვახსოვს, იყო ერთ-ერთი დონორი და სპონსორი სხვადასხვა ე.წ. ფონდებისა, რომელი ფონდების გავლითაც ხდებოდა სამართალდარღვევების დასპონსორება და ა.შ. ანუ, კვალი საბოლოო ჯამში სადამდე მიდის, მიდის იქამდე, რომ კონკრეტულად ბაჩიაშვილიც გამოდის ყოფილა ერთ-ერთი აგენტი და მარიონეტი ამ პირების, ამ დაჯგუფების ხელში, რომელთაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დღეს აქვთ ძალიან დიდი ბრაზი საქართველოს, ჩვენი ერის და მოსახლეობის მიმართ, ვინაიდან გავბედეთ და გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომელიც პირიქით, განამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.