მთავარმა პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე გამოძიება განაახლა. გამოძიების კითხვებს უპასუხა ფორტოგრაფმა ზურაბ ქურციკიძემ, რომელის განცხადებით, თუ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება, დადგინდება, ვინ არის დამკვეთი და ვინ - შემსრულებელი.
for.ge ზურაბ ქურციკიძეს ესაუბრა.
მთავარმა პროკურატურამ განაახლა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმის გამოძიება. თქვენ უკვე მიეცით ჩვენება ამ საქმესთან დაკავშირებით, რას ელოდებით გამოძიებისგან, რადგან 2 წელი სრულდება რაც გამოძიებას მიმართეთ?
ზურაბ ქურციკიძე: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ - 2013 წელს, მოგვიხსნეს ნასამრთლევობა, მაგრამ საქმე არ გამოძიებულა. კონკრეტულად ვინ იყო ჩვენი დაკავების ინიციატორი, ვინ იყო შემსრულებელი და საერთოდ რის გამო დაგვაკავეს, ამაზე პასუხები დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ პასუხებს კითხვაზე, რატომ ვიყავით ჩვენ „ჯაშუშები“.
რა კითხვები ჰქონდა თქვენთან პროკურატურას? ეს ეხებოდა მხოლოდ დაკავების მოტივს თუ იმ მოვლენებს, რომელიც უკვე ციხეში განვითარდა?
- გამოძიების ინტერესებიდან გამომდნარე, ახლა ყველაფერს ვერ მოვყვები. შემიძლია გითხრათ, რომ კითხვები ძირითადად ეხებოდა დაკავებას და შემდეგ უკვე ციხეში განვითარებულ მოვლენებს, ანუ იყო თუ არ იყო ზეწოლა. იმედი გვქვს, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება და პასუხი გაეცემა კითხვას, თუ რის გამო მოხდა ჩვენი დაკავება. ეს აუცილებელია, რათა აღარასოდეს განმეორდეს ამ ქვყანაში მსგავსი ფაქტები. როცა ადამიანი დაუსჯელია, შეიძლება მსგავსი ფაქტები მომავალში ისევ განმეორდეს, არა ჩვენს მიმართ, არამედ - სხვების მიმართაც.
ამ სკანდალური საქმის შემქმნელად ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი სახელდებოდნენ. თუმცა, ამ საქმეში ფიგურირებდა შოთა უტიაშვილი, ასევე - მიხეილ სააკაშვილი. დღემდე პატიმრობაში მხოლოდ მერაბიშვილია, თუმცა არა -თქვენს საქმეზე. რამდენად დიდია სია იმ ადამიანებისა, რომლებიც პასუხისგებაში უნდა მიეცენ?
- ვერ გეტყვით, რომელი კონკრეტული პირის მიმართ დაიწყო, ან აწი დაიწყება გამოძიება. ჩემთვის მთავარია, გამოძიებამ დაადგინოს, ვინ არის დამკვეთი და ვინ -შემსრულებელი.
დღეს შეგიძლიათ თქვათ, რა იყო თქვენი დაკავების რეალური მიზეზი?
- ყველაზე პოპულარული ვერსია დღემდე არის 26 მაისის ინციდენტი. ალბათ გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, დადგინდება ჩვენი დაკავების მიზეზები. ით, რომ თავიდანვე მოვითხოვეთ, რომ ამ საქმეზე მოეხსნათ გრიფი “საიდულო”.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გაჭიანურდება დროში გამოძიება?
- არ ვიცი... ვვარაუდობ, რომ ასე მოკლე ხანში გამოძიება არ დასრულდება, რადგან ეს გრძელვადიანი პროცესია.
რედაქციისგან: ინტერვიუ მომზადებულია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.