თამარ ჩიბურდანიძე: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთში სანაგვეზე მოისროლეს, ცდილობს საქართველოში რევოლუცია მოგვიწყოს

თამარ ჩიბურდანიძე: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთში სანაგვეზე მოისროლეს, ცდილობს საქართველოში რევოლუცია მოგვიწყოს

„ ამერიკა, ინგლისი, ევროპა… ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი გამოდის ლიბერალიზმის წინააღმდეგ. ჩარლი კირკის მკვლელობამ დამკვეთის მიზანი ვერ შეასრულა, პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა და კიდევ უფრო აგრესიული გახადა კონსერვატიული მოძრაობა. ასეთი მასშტაბური გამოსვლები მსოფლიოს არ ახსოვს. ლიბერალურ ფაშიზმს უკვე აგრესიული კონსერვატიზმი დაუპირისპირდა“, - ამის შესახებ ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთში სანაგვეზე მოისროლეს, ცდილობს საქართველოში რევოლუცია მოაწყოს.

და რა ხდება ამ დროს საქართველოში? “ოლე, ოლას” ძახილით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთში სანაგვეზე მოისროლეს, ცდილობს საქართველოში რევოლუცია მოგვიწყოს. წარსულის პოლიტიკა რომ მომავლის პოლიტიკად ვერ იქცეცა, როგორც ჩანს, ან არ იციან, ან არ სურთ გაიგონ. ევროკავშირის დროშებს უკვე ევროპაში აღარ აფრიალებენ ახალგაზრდები. ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები კაბინეტებიდან ხსნიან და ჩვენთან, ეს წარსულში ჩარჩენილი ოპოზიცია წინ ვეღარ მიდის. გაუხუნდათ დროშებიც და პოლიტიკაც, მაგრამ რა ქნან, ფული და ვალდებულება რომ აქვთ აღებული იმ დასავლეთში იმ გუშინდელი დღის პოლიტიკოსებისგან?

საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო როგორც სიახლის მედროშე. რადიკალურმა ოპოზიციამ კი ეს ახალგაზრდები სიძველის მედროშედ აქცია. პროგრესი რეგრესით ჩაანაცვლა და მათ განვითარების საშუალებას არ აძლევს. ევრობიუროკრატებს თავად ევროპული ქვეყნების ახალგაზრდები დევნიან, ჩვენთან კი ახალგაზრდების ეს მცირე ჯგუფი მათ ბინძურ ზრახვებს ეწირება. ამაზე დიდი მტრობა რა უნდა ჩაიდინო ახალი თაობის წინაშე? პროგრესული მსოფლიო სხვა გზით მიდის და ოპოზიცია ამ ახალგაზრდებს სულ სხვა გზით ატარებს. 

ლიბერალურ გველეშაპს სურს კუდი საქართველოში მოიქნიოს. მჯერა, რომ ვადაგასული ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ოპოზიციისგან განწირულ ახალგაზრდებს ხელისუფლება არ გაწირავს. წესრიგიც შენარჩუნდება და ეს ბავშვებიც გამოეხსნებიან მარცხისგან გაავებულ ლიბერალებს, რომლებსაც სურთ მთელს მსოფლიოზე ჯავრი საქართველოში იყარონ”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.