შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გურიაში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გურიაში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძესთან და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გურიაში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

გურიაში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა,წყლის სათავე ნაგებობაზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს .