„ბირჟები“ იყო, სადაც აგრესიული შესახედაობის ადამიანები იდგნენ და ამომრჩეველს აშინებდნენო. ეს იყო ერთადერთი, რაც წამოაყენეს ე.წ. ფაქტად, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ამ ფონზე, არჩევნების შედეგების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უპრეცედენტო ბულინგის „ადრესატი“ გახდა ეუთო/ოდირი.
„ანუ ქართველი ხალხი ეს არის ცხვრების ფარა... გახსოვთ, რომ რამდენიმე ე.წ. ჩვენებაც იყო იქ, რომ ვიღაცამ ვიღაცას თვალი თვალში გაუყარა, ვიღაცამ ვიღაც გადაკოცნა, ბეჭდიანი ქალი აკონტროლებდა სიტუაციას და ა.შ. ეუთო/ოდირმა დადო შენიშნვნებიანი მაგრამ შესანიშნავი მოხსენება შედეგების შესახებ, რომელიც დაამცირეს, გადაუარეს და ბულინგის ეს ხარისხი, რომელიც მიიტანეს გინდა ეუთოს და გინდა ოდირის ხელმძღვანელზე, იყო ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.