თელავის უძველესი უნივერსიტეტი იხურება?!

თელავის უძველესი უნივერსიტეტი იხურება?!

თელავის უნვერსიტეტის შესაძლო დახურვაზექართული სიტყვაჯერ კიდევ 2013 წელ წერდა... როგორც ცნობილია, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის კლება 2011 წლიდან დაიწყ. ჩარიცხულთა რაოდენობა ასე გამოიყურება: 2011 წელი - 602, 2012 წელი - 442, 2013 წელი - 360, 2014 წელი - 179 (ბაკალავრიატი). ამჟამად, თელავის უნივერსიტეტს 1 220 სტუდენტი ჰყავს. ადმინისტრაცია ამ მონაცემთა ზრდას ოქტომბ, სამაგისტრო და სადოქტორო გამოცდების შემდეგ ელის.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 21 სპეციალობაა. წელს  მიღება 785 ადგილზე იყო გამოცხადებული, თუმცა ადგილების  მხოლოდ 23 პროცენტი შეივსო. ბოლო 10 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტში ეს პირველკურსელთა ყველაზე მცირერიცხოვანი ნაკადია.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელსაც სამასწავლებლო ტექნიკუმის (1924-1939 წლები), სამასწავლებლო ინსტიტუტის (1939-1951 წლები) და პედაგოგიური ინსტიტუტის (1951-1999 წლები) საგანმანათლებლო ტრადიციები აქვს.

1940 წლიდან, სასწავლებელი დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის სახელს ატარებს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს, მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლება ქართულ ენაზეა.

უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

უნივერსიტეტში, ასევე, მუშაობს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა.

 

ნათია ხაჩიძ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ: - ბაკალავრიატი კი დავამთავრე, მაგრამ სურვილი აღარ მაქვს, სამაგისტროც ამ უნივერსიტეტში გავაგრძელო - იმ განათლებას ვერ გაძლევს, რასაც სხვა უმაღლესი სასწავლებლები. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ფაქტია - კახეთის აბიტურიენტთა უმრავლესობამ თბილისში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩააბარა.

ნათია დემურაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტია და განსხვავებულად მსჯელობს: - სწავლის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ბოლნისის რაიონიდან ვარ და აქ ჩავაბარე, რადგან ვთვლი, რომ თელავის უნივერსიტეტი იმას მომცემს, რაც მინდა.

პროფესორი როინ ჭიკაძე, რომელიც წლების წინ უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, დანანებით ამბობს:

- ადრე იმდენ სტუდენტს, რამდენიც უნივერსიტეტმა ახლა მიიღო, მხოლოდ ისტორიულზე ვღებულობდით.  ეს ძალიან ცუდია. უნივერსიტეტს სასწრაფო დახმარება და თანადგომა სჭირდება.

განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი კი თვლის, რომ ყველაფერში მხოლოდ უნივერსიტეტის დადანაშაულება არასწორია და პრობლემა განათლების პოლიტიკაშია:

- თელავის უნივერსიტეტს, ცხადია, მეტ განვითარებასა და სწავლების მაღალ ხარისხს ვუსურვებ, ასევე, - ნაკლებ სკანდალს, რაც მის ავტორიტეტს აზიანებს, მაგრამ სტუდენტთა დეფიციტის მიზეზი სხვა რამეცაა: წელს მისაღები ადგილების რაოდენობა 40 000-ზე მეტი იყო, სულ 36 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საიდანაც სტუდენტი 26 000-ზე მეტი გახდა. ამ მონაცემების შეფასების შემდეგ. რამდენიმე შეკითხვა ჩნდება:

1.  ამდენი - 8+4 ცენტრალიზებული გამოცდა საჭიროა თუ არა?

2. რა გავლენას ახდენს ამდენი გამოცდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე (სარეპეტიტორო სკოლა ძვირია და ბევრი ოჯახისთვის მძიმე ეკონომიკური ტვირთია)?

3. როგორ ხდება საქართველოში სადოქტორო ხარისხის მოპოვება - შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს? რამდენი დოქტორია ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევაში?

ქეთევან გიგაშვილი, თელავის უნივერსიტეტის პროფესორი: - ის, რომ მისაღები ადგილების რაოდენობა დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას აჭარბებდა, ცხადია, დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს ხედვა, ასეთ გამოწვევებს როგორ უპასუხოს და საქმის კურსში თანამშრომლებსაც უნდა აყენებდეს, თუ რას ფიქრობს და როგორ ესახება უნივერსიტეტის ხვალინდელი დღე.

სტუდენტთა რიცხვის კლება უნივერსიტეტის ბიუჯეტზეც აისახება. თანხების შემცირების გამო, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირველ სექტემბერს სამსახურიდან 24 თანამშრომელი გაათავისუფლა.

ქართული სიტყვაუნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროს პაატა გოცირიძე გაესაუბრა:

- ბატონო პაატა, რამდენიმე დღის წინ, ანამშრომლები დაითხოვეთ...

- უნივერსიტეტის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ჩემგან, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან, მთელი რიგი მკვეთრი და არაპოპულარული ღონისძიებების გატარებასაც მოითხოვს. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, სტუდენტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ეს მიმდინარე სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე აისახა, მაგრამ ამის გამო თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ის მემკვიდრეობაც არ დაგვხვდა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ხელფასისა და სახელფასო სარგოს გარდა, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რამდენჯერმე პრემიაც გაგვეცა.

- თუმცა, ცნობილია, რომ უნივერსიტეტს 4-მილიონიანი ბიუჯეტი ქონდა.

- კი, გეთანხმებით, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დახმარებისა თუ რაღაც საეჭვო მიზნების განსახორციელებლად, გვიწევდა, აქეთ-იქით გვერიცხა უნივერსიტეტში შრომის შედეგად შემოსული ფინანსური რესურსები... აქეთ-იქეთ გადარიცხული თანხების ფონზე, დაგვხვდა ნახევრად ჩამონგრეული უნივერსიტეტის მეოთხე და სავალალო მდგომარეობაში მყოფი მესამე სასწავლო კორპუსი, ბედის ანაბარა მიგდებული სასწავლო ლაბორატორიები; რიგ შემთხვევაში, თავისი ქმედებით კრიმინალს გათანაბრებული პერსონალი. ამასთან, არსებობდა უნდობლობა პროფესურასა და სტუდენტებს შორის. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას ასეთი ფაქტების განხილვა დახურულ კარს მიღმა მოუხდა. ასეთი ნეგატიური ფაქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შემიძლია...

მოლოდინი, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სტუდენტთა ნაკადის გაცილებით უკეთეს რაოდენობას ვერ მივიღებდით, რეალობად იქცა. ჩვენს მიერ რიგ თანამშრომლებზე შრომითი ხელშეკრულებების სექტემბრამდე გადაწევის მიზეზიც ის იყო, რომ 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისათვის რეალური მდგომარეობა დაგვენახა და, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რაღაც გამოსავალი გვეპოვა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რიგი სამსახურები გაერთიანდება და განყოფილების სტატუსს შეინარჩუნებენ. უნივერსიტეტში ამოქმედდება „დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი“, რომელიც თანამშრომელთა ტესტირებას გულისხმობს და რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება: კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ტესტირება და გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი თანამშრომლები მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, რიგ თანამდებობებზე გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მათ, ვისაც შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი აქვთ შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

ასევე, მაქსიმალურად შემცირდება მოწვეული მასწავლებლების რიცხვი, რადგან აკადემიური პერსონალის სიჭარბე (12 სტუდენტზე 1 აკადემიური პერსონალი) იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ იმ რაოდენობის მასწავლებელები მოვიწვიოთ, რა რაოდენობაც გასულ სემესტრებში გვყავდა.

 

ცნობისთვის: 2004-2010 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს პაატა გოცირიძის ძმა, გიორგი გოცირიძე ხელმძღვანელობდა. 2010-დან 2013-წლამდე უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი იყო. 2013 წლის ნოემბერში, უნივერსიტეტის რექტორადრესპუბლიკური პარტიისწევრი ავთანდილ ღელაღუტაშვილი აირჩიეს.

თელავის უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაკადი 2010 წლიდან შემცირდა...

ვნახოთ, რა მოხდება: იქნებ, ვინმემ ინებოს და სასწავლებელი დახურვას გადაარჩინოს. წელს უნივერსიტეტმა, თავისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე მცირე - 179 სტუდენტი მიიღო. აქედან, უმრავლესობამ საბუთები უკვე სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადაიტანა...