შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ თუ „ნაციონალები“ სიტუაციის არევას და ხელისუფლებაში მოსვლას შეეცდებიან, მათ ის ხალხი დაუპირისპირდება, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
„შს სამინისტროსა და უშიშროების სამსახურების გამიჯვნა აუცილებელია. სისტემა, რომელიც მოქმედებდა 2004 წლამდე, იყო პოსტსაბჭოთა, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა. შს სამინისტროსა და უშიშროების სამსახურების გაერთიანების შემდეგ, 2009-2012 წლებში ეს სისტემა იყო ავტორიტარიზმზე აწყობილი, რადგან ეს სისტემა მორგებული იყო რეპრესიული მართვის სტილს, დღეს ეს მანქანა არ მუშაობს. მათი შინაარსობრივი გაერთიანება არ მომხდარა, მექანიკური გაერთიანება მოხდა. სრულიად ახალი ხედვაა საჭირო. მე ვფიქრობ, რომ საგამოძიებო ორგანოების სრული დეკვალიფიკაციაა მომხდარი და საჭიროა მათი გადამზადება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ 2003 წლის სცენარი განმეორდება, ძალიან ცდება. ამის საშუალებას მათ არავინ მისცემს. სხვათა შორის, „ნაციონალების“ ოპოზიცია წლების განმავლობაში სწორედ ამ იმედით იყო შთაგონებული. ამიტომ გადაიწია „ნაციონალების“ შეცვლის პროცესმა“, - განუცხადა ნარჩემაშვილმა „ახალ თაობას“.