მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში

მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში

მესტიაში, მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში დაღუპული უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გუნდებმა  მიიღეს. პირველი ადგილი სოფელ ლატარის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებული ფეხბურთელები სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა დააჯილდოვა. მათ ტურნირის გარდამავალი თასი ISAF-ის მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის მამამ - ჟულვერ შუკვანმა გადასცა.

ტურნირის ფინალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი, მუხრან შუკვანის თანამებრძოლები და დაბა მესტიის გამგებელი დაესწრნენ.

შეჯიბრებაში მინი-ფეხბურთში სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიული სარდლობის ინიციატივით, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა. მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი წელს პირველად გაიმართა და რეგულარულ სახეს მიიღებს.