„ნაციონალები“ „ქართული ოცნების“ წევრებს აშანტაჟებენ“

„ნაციონალები“ „ქართული ოცნების“ წევრებს აშანტაჟებენ“

ექსპერის თქმით, "მაკომპრომეტირებელი მასალების დიდი ნაწილი ოფიციალურად განადგურდა, რაც არაფერს არ ნიშნავს, რადგან მათი ასლები ისევ „ნაციონალების“ ხელშია".

„იმას, რომ „ქართული ოცნების“ რაღაც ნაწილი „ნაციონალებს“ გაურიგდეს არ გამოვროცხავ. ზოგიერთს შესაძლოა არც უნდოდეს ეს, მაგრამ იძულებულნი გახდებიან. ყოფილ ხელისუფლებას თითქმის ყველაზე ჰქონდა კომპრომატები. ამ მაკომპრომეტირებელი მასალების დიდი ნაწილი ოფიციალურად განადგურდა. რაც არაფერს არ ნიშნავს. მათი ასლები ისევ „ნაციონალების“ ხელშია. ამ კომპრომანტების გამოყენებით ისინი ბევრის დაშანტაჟებას შეძლებენ. ხელისუფლებაში ჩანერგილებიც არიან და საჭირო დროს ისინი სიამოვნებით გადავლენ „ნაცმოძრაობის“ მხარეს. არის კიდევ უპრინციპო ადამიანების კატეგორია. რომლებიც პირადი კეთილდღეობისთვი ყველაფერს იკადრებენ არ უნდა დავივიწყოთ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებიც. მართალია ამ პარტიებს არ გააჩნიათ რეიტინგი, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვთ. ისინი სიხარულით შევლენ გარიგებაში“, - განაცხადა თავდგირიძემ „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მარგველაშვილი კონსტიტუციის ცვლილებებს მიხედავს.

„ჩვენ გადავედით ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელზე, ამიტომაც ქვეყნის მართვის ტვირთი გადავიდა პრემიერის კისერზე. გადაწყვეტილებების მიღების და მსოფლიო ფორუმებზე ქვეყნის წარდგენის ვალდებულება მისი პრეროგატივაა. ეს სულაც არ არის პრივილეგია, ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა გახლავთ. ჩემთვის ამ მიმართულებით პრეზიდენტის აქტიურობა ცოტა გაუგებარია. გერმანიასაც  კი ჰყავს პრეზიდენტი, მაგრამ ის არაფერში არ ერევა. პრეზიდენტს ერთადერთი ფუნქცია აქვს. პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში მან ქვეყანა ქაოსისგან იხსნას. კარგი იქნება, თუ მარგველაშვილი ამ აქტიურობას შეეშვება და კონსტიტუციის ცვლილებებს მიხედავს. ოღონდ ცვლილებები მისგან არ უნდა იყოს ინიცირებული“, - აცხადებს თავდგირიძე „ახალ თაობასთან“ საუბრისას.