"საბერძნეთში გაირკვა, რომ ინტერპოლზე სააკაშვილის გადაცემის პროცედურა დასრულებული არ იყო, რის შედეგადაც გაათავისუფლეს. ეს იყო ოფიციალური ინფორმაცია ელჩის მხრიდან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ იახტა, სახელწოდებით "ალიონი" ღირს სულ ცოტა 15 მილიონი დოლარი. ჩვენ გვახსოვს, როცა ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ხმები, რომ სააკაშვილმა ძვირადღირებული იახტა აიშენა და ამ იახტაზე დაბადების დღეებს უხდიდა თავი საყვარელ ქალბატონებსა და მეგობრებს. რა თქმა უნდა, იახტა სხვის სახელზე იქნება გაფორმებული, მაგრამ იახტის ცურვის ყოველი დღე, პორტში მისი შესვლა და გაჩერება ძალიან ძვირი ჯდება. ისმის კითხვა - საიდან აქვს სააკაშვილს ამდენი ფული, რომ იახტა შეინახოს?", - აცხადებს მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პეტრე მამრაძე: "ახლა მთავარი ბრძოლა იმაზეა, რომ სააკაშვილის იახტაზე მყოფი ქალების სახელები პრესაში არ გაჟღერდეს".
"ყველაზე საინტერესო და ახალი დეტალი ის არის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იახტაზე იყვნენ ცნობილი ქალბატონები. ერთმა ცნობილმა პიროვნებამ მითხრა, რომ ახლა მთელი ბრძოლა იმაზეა, რომ მათი სახელები პრესაში არ გაჟღერდეს - როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, ეს ქალბატონები არიან ქართველები. ჩემი მხრიდან უხერხული იყო პირდაპირ მეკითხა, კონტრეტულად ვინ იმყოფებოდა სააკაშვილთან ერთად იახტაზე. თუმცა ერთი კი ვკითხე - რა ტიპის ქალბატონები იმყოფებოდნენ იახტაზე. მან მიპასუხა, რომ მიშას ფავორიტებს რომ ეძახიან, ისეთი ქალბატონები იმყოფებოდნენო. მე იმან უფრო დამაინტერესა, რას ნიშნავს "ბრძოლა", რომ ამ ქალბატონების სახელები არ გაჟღერდეს, ეს ხომ არის საჯარო ინფორმაცია და არა საიდუმლო სერობა სააკაშვილის იახტაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"სააკაშვილი საბერძნეთია ამბის შემდეგ ალბანეთში გადავიდა. მიაქციეთ ყურადღება რა ქვეყნებში დადის. ალბანეთსაც წარმატებას ვუსურვებ და უნგრეთსაც, სააკაშვილს თავი მოაქვს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი მისი მეგობარია. ამ დროს უნგრეთის პრემიერ მინისტრი ერთი თვის გამოვიდა სიტყვით და გამოაცხადა, რომ ევროპაში ლიბერალურმა დემოკრატიამ დრო მოჭამა, გაუმარჯოს არალიბერალურ დემოკრატიასო და სანიმუშოდ დაასახელა პუტინი და პუტინის რეჟიმი. მისმა გამოსვლამ ევროპა შეძრა. როცა ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერი ასეთ რამეს აცხადებს, ეს იყო ევროპისთვის შოკი და სააკაშვილი მისი მეგობრობით ამაყობს. ისმის კითხვა - თუ ორბანი ასეთი დადრბითი აზრის არის პუტინზე, თუ არავის მოუწოდებს, რომ დაეხმაროს უკრაინას და არ გმობს პუტინის აგრესიას, რატომ მეგობრობს სააკაშვილი მასთან? აი, რა ბინძურ თამაშებს აქვს ადგილი.ისევ დავდივართ იმ აზრამდე, რაც მიტჩელმა დაწერა: სააკაშვილი თამაშობს რუსულ ბინძურ თამაშს, საქართველოში თავისი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებს. ასე რომ, ალბანეთში პრემიერ-მინისტრის მიწვევით სააკაშვილს გამგზავრება ჩემში იწვევს ასეთ ასოციაციას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საბერძნების სკანდალი იყო სამარცხვინო, არ შეიძლება ოფიციალურ პირებს გაეკეთებინათ ის განცხადება, რაც გააკეთეს: გახსოვთ, ბაქოს სკანდალის დროს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს აზერბაიჯანული მხარე - ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ნიშნავდა, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონი დაარღვიეს. ასეთი განცხადებების კეთება ოფიციალური პირების საქმე არ არის. იგივე შეიძლება ითქვას საბერძნეთის სკანდალზე - არ უნდა ამბობდნენ იმაზე მეტს, რასაც ამბობს საბერძნეთის ხელისუფლება", - დასძენს პეტრე მამრაძე.