ვინ აწარმოებს შავ პიარს კახა კალაძის წინააღმდეგ?!

ვინ აწარმოებს შავ პიარს კახა კალაძის წინააღმდეგ?!

1998 წელს, როცა კახა კალაძე თბილისის დინამოდან კიევის დინამოში გადავიდა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა, ვალერი ლობანოვსკიმ განაცხადა, ქართველებს ვარჯიში ეზარებათ, მაგრამ კალაძე გამონაკლისია, ასეთი შრომისმოყვარე ფეხბურთელი ძალიან ცოტააო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და თავისი შრომისმოყვარეობით, კალაძემ წლების განმავლობაში იტალიურ მილანში ითამაშა და საკლუბო დონეზე რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოიგო. ასე გახდა კახა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და ეჭვი გვაქვს, მის დარ წარმატებას კარგა ხანს ვერავინ გაიმეორებს...

ფეხბურთიდან პოლიტიკასი მოსულ კახას ბევრმა სკეპტიკურად შეხედა. მაშინ, პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც, სამ თვეში ნახავთ ამ საქმეს როგორ წარმატებით გაუძღვება კახაო. ფაქტებმა და საქმემ დაადასტურა, რომ კალაძეს საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ივანიშვილის მიერ დასახელებულ პერიოდზე ნაკლები დასჭირდა. ისიც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კალაძე მისი გამინისტრების წინააღმდეგი იყო და მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე წავიდა ასეთ სარისკო ნაბიჯზე.

ისევ წინაპერიოდს დავუბრუნდეთ...

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მას ვერ აპატიეს ის, რომ გაგანია საარჩევნო პერიოდში, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს, პირდაპირ ეთერში უთხრა, გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვები მაქვსო. ეს მაშინ შოკი იყო, მაგრამ არა კალაძესთვის, რომელიც საკუთარ პოზიციას მუდმივად აფიქსირებდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ მოძულებული კალაძე, იძულებული გახდა საყვარელი საქმისთვის თავი დაენებებინა და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო. შედეგად, ის ხელისუფლებაში მოვიდა და იმის მიუხედავად, რომ მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო, დაამტკიცა, რომ ის შრომისმოყვარეობა, რომელიც წლების წინ ლობანოვსკიმ შენიშნა, ყველა დაბრკოლებას ალახვინებდა. საკუთარ კარში გატანილი ორი ავტოგოლი ვეღარ გახდა ის თემა, რომელსაც მუდმივად უხსენებდნენ, რადგან ორი ავტოგოლის გარდა, კახას ნაკრების მაისურით 83 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და მაშინაც კი არ თქვა უარი ეროვნულ გუნდზე, როცა უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა მისი ძმა კრიმინალებმა გაიტაცეს...

სხვათა შორის, კრიმინალების ხელით დაღუპული ლევან კალაძე ყოფილმა მმართველმა გუნდმა სავაჭრო თემად კარგა ხანს გაიხადა, მერე კი, როცა დასჭირდა, კახა კრიმინალებთან კავშირში დაადანაშაულეს. უფრო სწორედ კი, დაადანაშაულეს კანონიერ ქურდებთან კავშირში და ეს მაშინ, როცა კახამ ერთ-ერთმა პირველმა თქვა, რომ კრიმინალთან ბრძოლა უნდა გაძლიერდეს... სამწუხარო კი ის არის, რომ კალაძე უკვე არამარტო საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ სხვა ჯგუფების სამიზნეც გახდა. მისი მზარდი რეიტინგი ბევრს აშფოთებს და ის, რომ კალაძის წარმატებები ბევრს არ ეხატება გულზე, ჩვენი რესპოდენტების მონაყოლიდანაც ჩანს.

დ.ჯ. (ბიზნესმენი): რამდენიმე კვირის წინ პირდაპირ დამავალეს მეთქვა, რომ ჩემი ბიზნესის წართმევით კახა კალაძე და მისი ხალხი იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ თანხის გარდა მხარდაჭერას და ხელისუფლებასთან სიტუაციის “გაიასნებას” დამპირნენ. ცოტა არ იყოს უცნაური შემოთავაზება იყო და ვერც ის მივხვდი საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ის ადამიანი, ვინც ეს შემოთავაზება გამიკეთა, ძველი ნაციონალი და ახლა ოცნებასთან კოჰაბიტირებული ადამიანია და ძნელია გაარკვიო, ვის თამაშს თამაშობს. მითხრა, შენგან რა მიდის, თქვი, რომ ვიღაცეები კალაძის სახელით მოგადგნენ, გაზეთები და ტელევიზიები ამბავს ატეხენ და პირობას გაძლევ, შენ ვერავინ შეგეხებაო. უარი ვუთხარი, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან დამაფიქრა. ფაქტია ამას რომელიმე ბიზნესმენის ხელით გააკეთებენ.

გ.ნ. (პიარის სპეციალისტი): როცა ადამიანზე შავი პიარის აგორება გინდა, უნდა თქვა ისეთი რამ, რასაც ადვილად დაიჯერებენ. რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ადვილად სჯერათ. პირდაპირ ვამბობ, რომ კალაძეზე დაკვეთაა. უკვე დაიწყეს ინფორმაციების გავრცელება, რომ დაპირისპირება აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. გუნდში ძალიან კარგად იციან, რომ ეს დიდი სისულელეა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს ამის დაჯერება არ გაუჭირდება. ეს რა თამა უნდა, კალაძისთვისაც ცუდია და ღარიბაშვილისთვისაც და ამ კამპანიის დამკვეთებმა ეს კარგად იციან. აქტიურად მიდის კამპანია და სამომავლოდ ეს უფრო ფართო ხასიათს მიირებს, კალაძის ბიზნესინტერესებზე. თითქოს ის აკონტროლებს მსხვილ თუ წვრილ ბიზნესებს საქართველოში. ხანდახან ისეთ აბსურდამდეც მიდიან, რომ შესაძლოა შაშაურმეზეც კი თქვან კალაძისააო. მაქსვ კონკრეტული ინფორმაციები, რომ ამ ბინძურ კამპანიას გაგრძელება ექნება. მას კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში დასდებენ ბრალს. ისევ წამოიწევს იმ ჩანაწერის თემა, რომელშიც თითქოს კახა ვიღაცეებს კანონიერ ქურდებზე ესაუბრება. გული იმაზე მწყდება, რომ თუ აქამდე ამას ოპოზიცია აკეთებდა, ახლა კი, ჩემი ინფორმაციით მის გვერდით მყოფი ადამიანები ცდილობენ ძირის გამოთხრას. სპორტიდან მინისტრად ასე წარმატებით მისული ერთი ადამიანი მაინც გახსოვთ? მე არ მახსენდება და ეს ადგას ბევრს ყელზე. კახა ივანიშვილს დაპირდა, ნებისმიერ სფეროს ჩავიბარებ და სამ თვეში თავს თუ ვერ გავართმევ, წავალო. მაშინ ეს პირობა ბევრს გაუხარდა, თუმცა ახლა ხვდებიან, რომ კალაძეს კომპეტენციასა და კვალიფიციურობაში ეჭვის შეტანა სისულელეა...

სხვათა შორის, ისიც გვახსოვს, რუსთავში, ყვითელი სამარშუტო ტაქსების თემის მიბმას კალაძეზე რომ აპირებდნენ. მაშინ მძღოლები არ მალავდნენ, რომ პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ ხელი კალაძისკენ უნდა გაეშვირათ და უნდა ეთქვათ, რომ ამ სფეროში სწორედ ენერგეტიკის მინისტრის ინტერესები იკვეთებოდა. რამდენიმე ადამიანმა ეს დაიჯერა და თქვა კიდეც, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ კალაძე არაფერ შუაში იყო. აღნიშნული პრობლემა კი მარტივად სწორედ კალაძის ჩარევის შემდეგ მოგვარდა და დღეს სიტუაცია დარეგულირებულია.

ჩვენი ინფორმაციით, ქართული ოცნების გამოკვეთილ ლიდერებსა და კონკრეტულად კალაძეზე ისევ მზადდება და მორიგი დიდი ტყუილის აგორება იგეგმება.