ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში

ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში

საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა. ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესა და შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ტელმან მესხიძეს ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლეონიდს კალინინსმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ხელი მოიეწერა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა, ლატვიელ კოლეგასთან ერთად, ლეიპაიაში, ოგრესა და კულდიგაში ლატვიის ეროვნული გვარდიის რეგიონალური ქვედანაყოფები მოინახულეს და მათ სტრუქტურას, საწვრთნელ ვითარებას, ასევე რეზერვისტ-მოხალისეების საბრძოლო მომზადების პროცესს გაეცნენ.

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა, ასევე ლატვიის თავდაცვის მინისტრთან რაიმონდ ვეიონისთან, შეიარაღებული ძალების უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ რაიმონდს გრაუბესთან და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან.

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ლატვიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს „თავისუფლების მონუმენტს“ პატივი მიაგეს.