შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 1948 წელს დაბადებული თინა მ. თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაუმზადა და გადასცა მანანა მ-ს ლიტვის საელჩოში წარსადგენად. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.