2008 წლის 8 მაისს პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამის ემოციური წერილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს

2008 წლის 8 მაისს პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამის ემოციური წერილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილს

მიშა, შენ ხარ ჩემი და ყველა იმ მშობლის შვილის მკვლელი, რომლებიც ასე ბეღურებივით დაახოცინე ქუჩაში გამოსულ პოლიციელ ,,მონადირეებს”. ვერ აცდები სასამართლოსა და ხალხის რისხვას, ვერა! ბოკერია და მისი ცოლი ვერ გიშველიან - მათ თავიანთი გასჭირვებიათ. ვერც გივი თარგამაძე გამოგადგება ვექილად და ვერც - კოტე გაბაშვილი თავისი ოჯახით. ვერც მთელი შენინაცაქტივიგიშველის, რომელიც შენთან მხოლოდ დანაშაულებრივადაა  დაკავშირებვული. ასე რომ, გაემზადე! შენი დაჭერით კი არ დაშავდება რამე, არამედ, ,,გათეთრდება”. ძალიანაც არ გინდა, რომ ციხეში ჩაჯდე, მაგრამ მოგიწევს. აბა, ჰკითხე ჩვენ შვილებს, მიწაში წოლა უნდათ? აცხადებ, რომ შეცდომები შეიძლება, მოუვიდეს პრეზიდენტსო და ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვ. მითხარი, გთხოვ, ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, სამუდამოდ რომ გაუშვი მოუსავლეთში? ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, ზურა ვაზაგაშვილი, გია კრიალაშვილი, თეთრაძე, შავაძე, გურამ შარაძე, ზურა ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, გიორგი გამცემლიძე და კიდევ რადენი, უფალმა უწყის - ესენი ხომ შენი ხუშტურების მსხვერპლნი არიან. შენ ქუჩაში ვერასდროს გაივლი! სამუდამოდ დაიმსახურე ზიზღი იმ ხალხისაგან, ვინც ცხოვრობს იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც შენ გეგონა, რომ სულ იქნებოდი. წყეულიმც იყავ შენ და შენი მოდგმა უკუნისი უკუნისამდე. ამინ!” - ამ ემოციური განცხადების ავტორი 2008 წლის 8 მაისს, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე:

 

- “ნაცმოძრაობის” ბოლოდროინდელი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს გასცდა. “ნაციონალების” ე.წ ელიტარული წრე, სააკაშვილის თამადობით, აცხადებს, რომ სახეზეა პოლიტიკური დევნა, ტყუილ-უბრალოდ ავიწროვებენ და ეს მაშინ, როცა სინამდვილეში, საქმე კრიმინალების ბანდასთან გვაქვს. ექსპრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ტოტალიტარული რეჟიმი დაემკვიდრებინა, ქვეშევრდომებს უბრძანა, ხელი არ აგიკანკალდეთ და ყველას ესროლეთო. ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ყველას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, დამნაშავე იყო თუ არა, ციხე “ახეხინა”. ქუჩაში უდანაშაულო ადამიანების დაუნდობლად დახვრეტა... ქონების წართმევაც აღარავის უკვირდა... ესეც არ იკმარა და ინტელიგენციას, რომელიც თავისი მოღვაწეობით ქვეყნის იმიჯს ქმნის, თითი დაუქნია, ჩარეცხილი უწოდა. სააკაშვილისა და მისი ბანდის ცოდვებზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება. ადამიანმა, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი არ უნდა აგოს? დასავლეთი ჭკუას გვარიგებს, პოლიტიკურ დევნას მოეშვითო, მაგრამ აჯობებს, ეს აღშფოთება თავისთვის დაიტოვოს. ისე, აღშფოთების მნიშვნელობა არ მესმის - ალბათ, ქართული კარგად არ ვიცი. მაშინ რატომ არავინ აღშფოთდა, როცა ქუჩაში უდანაშაულო ბიჭებს უმოწყალოდ, ბეღურებივით ხოცავდნენ? ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, ვინმეს სააკაშვილის დარდი ჰქონდეს. უცხოელები მის მიმართ სიმპათიას იმიტომ გამოხატავდნენ, რომ თავის დროზე მიშამ ფულით მოისყიდა და ლობისტობასაც ამიტომ უწევდნენ. ახლა სააკაშვილი პრეზიდენტი აღარაა და, სარკოზი თუ ჩასვეს ციხეში, მიშა წითელი კოჭია, თუ რაშია საქმე? არავინ მითხრას, სააკაშვილს სარკოზზე მეტი გავლენა აქვსო. მიშას დრო წავიდა და ახლა მისთვის, პროკურატურის გარდა, აღარავის სცალია. თავს იმართლებს და ავიწყდება, რომ უამრავი აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. მაგალითად, აფრასიძეების საქმეზე პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, დიახ, ლიკვიდაციის ბრძანება მე გავეციო. მხოლოდ ეს ბრალდება ეყოფა მრავალწლიანი პატიმრობისთვის. აღარაფერს ვამბობ ქუჩაში ჩახოცილ უდანაშაულო ბიჭებზე, მათ რიცხვში ხომ ჩემი შვილიცაა. ჩვენ, სააკაშვილისგან გაუბედურებული ხალხი მანამდე ვერ მოვისვენებთ, ვიდრე მიშას საბრალდებო სკამზე არ ვნახავთ!

სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. დიახ, სააკაშვილს მხრებზე ბევრი ცოდვა ადევს. აგვისტოს უაზრო ომში, ტერიტორიებთან ერთად, რამდენი ბიჭი დავკარგეთ? - ამას სამშობლოს ღალატი ჰქვია. გარდა ამისა, მიშას ბრალი იმის გამოც უნდა წაუყენონ, რომ მისმა გუნდმა აჭარაში 37 000 თურქი ჩამოასახლა, მათგან უმეტესობას მოქალაქეობა მიანიჭა და ჩვენი მიწები ხელში კაპიკებად ჩაუგდო. ეს კაცი 26 მაისისა და 7 ნოემბრისთვისაც უნდა გასამართლდეს, მასთან ერთად, პასუხი უნდა აგონ გიგა ბოკერიამ, გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა, ნუგზარ  წიკლაურებმა და მთელმა „კამანდამ“. ისინი ერთმანეთს კბილებით იცავენ, მაგრამ ციხე შიგნიდან ტყდება და “ნაციონალებიც” ამ პროცესში არიან - ეშინიათ, რომელიმე არ დააბეზღოს.

- ბატონო ჯამბულ, ამას წინათ, სააკაშვილს წერილი მისწერეთ...

- დიახ, ამ წერილში ჩემი გულის ტკივილი ჩავდე, რომელიც რახანია, მაწუხებს.

„ექვსი წელი და სამი თვე გავიდა მას მერე, რაც ჩემი გიო ამ ქვეყნად აღარ არის, ეს შენმა ტრიბუნიდან მუშტის ქნევამ და საიდუმლოდ გაცემულმა ბრძანებამ განაპირობა. მანამდე და მის მერეც ვერ დაიოკე გიჟური ჟინი და ერთმანეთის მიყოლებით აუვსე მიქელას ბეღელი ახალგაზრდებით. გიფიქრია, რომ მათაც ჰყავდათ შვილები? ჩემს გიოს სამი შვილი დარჩა ობლად, უმცროსი შენი შვილი ნიკუშას ტოლია, მობილური არ აქვს, მამას რომ დავურეკოო, კითხულობს. მეც ასე შევხაროდი ჩემს შვილებს და მაინც მოაკვლევინე ის შენს გაწვრთნილ „მონადირე“ პატრულს. გიფიქრია იმაზე, თუ როგორ ენატრება საბას თავისი მამა, მე კი, - შვილი? მაგრამ, შენ მუდამ მხოლოდ იმაზე ფიქრობდი, როგორ გაგემწარებინა ადამიანები. რატომ ესროლეთ ბუტა რობაქიძეს და ერთადერთი შვილი მოუკალით მის მშობლებს? რატომ მოაკვლევინე სანდრო გირგვლიანი წამებით და დედამისი ამ ქვეყნიდან ასეთი გამწარებული რატომ გაუშვი? რატომ ესროლეთ ზურაბ ვაზაგაშვილს ასზე მეტი ტყვია და მერე, საკონტროლო გასროლით კიდევ დაიკმაყოფილე შენი გიჟური ხუშტურები? რა დაგიშავა გია კრიალაშვილმა? კარგად რომ იბრძოდა აფხაზეთში, ის ვერ აიტანე? გურამ შარაძე იმიტომ ამძიმებდა დედამიწას, რომ საქართველო უყვარდა და არც ეს აპატიე? კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა ჩამოვთვალო? ამის მერე, უნდა ვირწმუნო, რომ შენ მამაშვილური გრძნობა გაგაჩნია? არა, მიშა, შენ არც შენი შვილები გიყვარს, თორემ ასე არ გაიმეტებდი სხვის შვილებს. საკუთარ შვილებს ცოდვიანის შვილის იარლიყს არ მიაკერებდი. შენ ჯერ ციხე გელოდება და მერე, მიქელასთან კუპრი დუღს შენთვის, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს. ცუდი ისაა, რომ იქ ვერ მოხვდები, სადაც შენი შვილები არიან. რატომ? ამაზე იფიქრე ბევრი, ფიქრისთვის ისედაც დიდი დრო გექნება. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, მიშა, შენს სასამართლო პროცესზე, იქ ბევრი ჩემისთანა შაოსანი დედა და მამა მოვა და დაინახავ შვილმონატრებულ და შენგან სიცოცხლეგამწარებული ადამიანის თვალებს“, - ვწერ ამ წერილში.

- შვილმოკლულმა მშობლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია - გადაარჩინე სიცოცხლეჩამოაყალიბეთ. რა მიზანი გაქვთ?

- დიახ, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი ვარ. მინდა, ყველა ჩემნაირი გაუბედურებული მშობელი შევკრიბო და საჩივარი დავწეროთ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან მან აფრასიძეების ოჯახის ამოჟლეტვა აღიარა, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა გახმაურებული მკვლელობა სააკაშვილის ხელშეწყობით მოხდა...

პატიმრები - უგულავა და მერაბიშვილი ციხეში კომფორტის მოწყობას ითხოვენ. მოინდომეს ტელევიზორი, კომპიუტერი და მაცივარი. საინტერესოა, ციხის ადმინისტრაციას მალე მასაჟისტის გამოძახებასაც ხომ არ მოსთხოვენ? ვეკითხები სასჯელაღსრულების ახალ მინისტრ მღებრიშვილს, უგულავა-მერაბიშვილის მსგავსად, ყველას, ვინც სასჯელს იხდის, ანალოგიური პირობები აქვს თუ არა? კარგად მახსოვს, შვილი რომ მომიკლეს, გიგი უგულავა კარგ თანამდებობას მთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო. ნეტავ, რომელი თანამდებობა ჯობია შვილის სიყვარულს, მეტყვის ვინმე?

- ბატონო ჯამბულ, პროკურატურამ თქვენი შვილის საქმე ხელახლა აქამდე რატომ ვერ თუ არ გამოიძია?

- პროკურატურას ვთხოვ, ჩემი და სხვების შვილების მკვლელობების გამოძიება დააჩქაროს და ბოლო იმედიც არ მოგვიკლას. ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება დაწყებულია და იმედია, სხვა საქმეების მსგავსად, ჰაერში გამოკიდებულად არ დარჩება.

- ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებაზე რა ფიქრობთ?

- მგონია, რომ სიმართლე თქვა და გირგვლიანის საქმეზე მალე, ალბათ,  კიდევ ბევრი დეტალი გაირკვევა. ამის გამო ქალბატონი თაკო სალაყია შეშფოთებული ყოფილა და მელნიკოვს ტყუილში ადანაშაულებს. გირგვლიანის საქმეში ყველაზე მთავარი დამნაშავე თაკო სალაყაიაა - სწორედ მისი ხუშტურების გამო მოკვდა ახალგაზრდა კაცი. იმედი მაქვს, სასამართლო ყველაფერს ნათელს მოჰფენს და თაკო სალაყაია ციხეში საყვარელ ქმარს გვერდს დაუმშვენებს!