დავით მათიკაშვილი: „ფარას“ კანონთან დაკავშირებით რადიკალები ცდილობენ საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებას - ეს საკანონმდებლო სივრცე ერთადერთ რამეს ითხოვს - გამჭვირვალობის დადგენას

დავით მათიკაშვილი: „ფარას“ კანონთან დაკავშირებით რადიკალები ცდილობენ საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებას - ეს საკანონმდებლო სივრცე ერთადერთ რამეს ითხოვს - გამჭვირვალობის დადგენას

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალები და მასთან დაკავშირებული პირები ცდილობენ დეზინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ფარას კანონთან, გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილ ე.წ. მდიდარი ენჯეოების ბრალდებას, რომ ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციათა ბენეფიციარებს პირად მონაცემებს სთხოვს. მისი თქმით, ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კვლავ ცდილობენ.

„ჩვენ გვახსოვს ის კამპანია, რომელიც ამ საკანონმდებლო სივრცის გარშემო იყო აგორებული ჯერ კიდევ ამის წინამორბედ კანონთან დაკავშირებით. დღესაც, როდესაც ძალაში შევიდა ეს კანონი და მოუწევთ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები - დაემორჩილონ თუ არა კანონს, აქაც ცდილობენ, რომ რაღაც ტყუილებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამ ყველა ტყუილზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა სათანადო პასუხი გასცა. ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ერთადერთ რამეს ითხოვს - გამჭვირვალობის დადგენას და სათანადო ინფორმაციის წარდგენას შესაბამისი სამსახურისთვის, რაც სულაც არ არის რთული იმ კატეგორიის სუბიექტებისთვის, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მარბიელი დაანებეთ თავი წვრილმანებზე კინკლაობას - მოიმარჯვეთ კანონი და აკეთეთ საქმე; დაგვანახეთ, რომ ჭკუა და გაბედულება გაქვთ
3 საათის უკან