ავღანეთში ქართველი სამხედრო საუკეთესო ჯარისკაცად აღიარეს

ავღანეთში ქართველი სამხედრო საუკეთესო ჯარისკაცად აღიარეს

დავალების წარმატებით შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის ქართველი სამხედრო საუკეთესო ჯარისკაცად აღიარეს. ავღანეთში დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე რიგითი ლევან მარგველიანი ISAF-ის სარდლობამ კვირის საუკეთესო ჯარისკაცად დაასახელა. ავღანეთში სამხრეთის რეგიონალური საკომანდოს მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა  ქართველ სამხედროს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. რიგით მარგველიანს სპეციალური ჯილდო სამხედრო ბაზა "პასაბზე" დღისა და ღამის პატრულირებებისას გამოჩენილი თავდადებისათვის, ასევე მასზე დაკისრებული ყველა სამხედრო ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის გადაეცა.

ქართველმა სამხედროებმა მათზე დაკისრებული ყველა ამოცანა ბაზა "პასაბზე" შეასრულეს. ისინი უკვე ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე,  ძირითადი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.