გენერლები, რომლებიც სააკაშვილის საიდუმლო დავალებებს ასრულებენ

გენერლები, რომლებიც სააკაშვილის საიდუმლო დავალებებს ასრულებენ

ქართული სიტყვისექსკლუზიური რესპონდენტის, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძის პროგნოზი ახდა - მიხეილ სააკაშვილის საქმის შესწავლით ჰააგის საერთშორისო ტრიბუნალი დაინტერესდა. “ჰააგიდან პირდაპირი მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. “იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიებას ჰააგა, მართლაც, დაიწყებს, საქმე შეიძლება, იარაღით უკანონო ვაჭრობამდე მივიდეს, რადგან აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი მისია ამ დანაშაულებრივი ბიზნესის გათეთრება იყო”, - აცხადებსქართულ სიტყვასთანსაუბრისას კონსტანტინე ფორჩხიძე. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი გარკვეულ პარალელს ურკაინასთანაც ავლებს და ამბობს, რომ კიევში გამაგრებულნაციონალებსერთგვარ კოორდინაციას ექსპრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი გოგი თათუხაშვილი უწევს. კონსტანტინე ფორჩხიძე გენერალ მამუკა ყურაშვილსაც ახსენებს და პირდაპირ მიანიშნებს, რომ .. ტალიავინის დასკვნაში ყურაშვილის ხსენება ჰააგის ტრიბუნალისთვის გარკვეული მესიჯია. მაშ ასე, როგორ განვითარდება მოვლენები, მისცემს თუ არა ვალერი გელბახიანი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას, რომელ გენერლებს ეყრდნობა სააკაშვილი და რატომ ჰყავთ ქართველ ბიზნესმენებს დაცვის უფროსებადკა-გე-ბე”- ყოფილი თანამშრომლები? - “ქართული სიტყვააგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს კონსტანტინე ფორჩხიძესთან.

 

 

- ბატონო კონსტანტინე, სოციალურ ქსელში თქვენზე არაერთგვაროვანი აზრი მუსირებს. მაგალითად, ამბობენ, რომ ბაჩო ახალაიას უწყებაში კონტრდაზვერვაში მუშაობდით. თუ ეს ინფორმაცია მართალია, რა საქმეები გებარათ?

- ჯერ ერთი, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. მეორეც, ბაჩო ახალაიას უწყებაში რომ მემუშავა, დღეს, სხვა თუ არაფერი, პენსია მექნებოდა და ძალიან მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრებდი. მესამეც, ბაჩო ახალაიას უწყებას კონტრდაზვერვა სად აქვს? კონტრდაზვერვაში, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაშია, 2002 წლამდე ვმუშაობდი და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ვემსახურებოდი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიარაღებულ ძალებში აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობას ვაწარმოებდი.

- შეგიძლიათ, მარტივად ამიხსნათ, თუ რას ნიშნავსაგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის წარმოება”?

- იმას მთხოვთ, რისი გაშიფვრის უფლებაც არ მაქვს...

- ესე იგი, ადამიანებსავერბოვკებდით”?

- “დავერბოვკება” რა შუაშია? აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობას ვაწარმოებდი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- მუშაობისას აკრძალული მეთოდები გამოგიყენებიათ, ვთქვათ, პიროვნების გადასაბირებლად მისი პირადი ცხოვრება ფარულად ჩაგიწერიათ?

- არა! აკრძალულ მეთოდებს ისინი იყნებენ, ვინც არ იციან, ადამიანისგან ინფორმაცია როგორ ამოიღონ...

- სხვათა შორის, თქვენზე კიდევ ერთი ინფორმაცია აინტერესებთ...

- ვის აინტერესებს?

- მათ, ვინცქართულ სიტყვაშითქვენი ინტერვიუების ციკლს კითხულობენ... მოკლედ, სერგო ჯავახიძესთან კონფლიქტი ფულის გამო მოგივიდათ?

- კონფლიქტი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა, თუმცა კიდევ რაღაც მომენტი იყო, რომელიც სასამართლოს გზით ამოღებულ თანხას უკავშირდებოდა და რომელიც ხალხს უნდა დარიგებოდა, მაგრამ არ დაურიგდა.

- იმ თანხას გულისხმობთ, ჯავახიძეს ზურაბ ნოღაიდელისთვის პარტიის, ასე ვთქვათ, წართმევით რომ ერგო?

- დიახ.

- რა კომპეტენცია გქონდათ, რომ ამ თანხის ბედით დაინტერესდით?

- პარტიის პოლიტიკური მდივანი და გამგეობის წევრი ვიყავი.

- რითი ამტკიცებდით, რომ თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა?

- დოკუმენტებით - ფული ისეთ “ტიპებს” გადაერიცხათ, რომლებიც პარტიის წევრები არ იყვნენ.

- ბატონო კონსტანტინე, პოლიტიკაში რატომ წახვედით? ხომ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ჯერ სალომე ზურაბიშვილის პარტიაში შეგაგზავნეს, შემდეგ კი, - ჯავახიძესთან...

- ვანო, როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელსაც უშიშროებიდან იმ საბაბით გამოაგდებენ, რომ სისტემისთვის მიუღებელია, ოპოზიციურ პარტიაში შეაგზავნიან? საერთოდ, პარტიებში სპეციალურ აგენტურას “აგზავნიან”. მე აგენტი კი არა, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ვარ.

- “ნაციონალებისადა თქვენი კონფლიქტი, ეგებ, მოჩვენებითი იყო?

- ასე რომ ყოფილიყო, ვიმეორებ, დღეს პენსია მექნებოდა, მაგრამ უშიშროებიდან ყოფილმა “კმარელებმა” და რუსეთის აგენტებმა გამომაგდეს....

- ვიდრე სამსახურიდან გამოგიშვებდნენ, როგორც ვიცი, ამ ყოფილკმარელებსადარუსეთის აგენტებთანკონფიდენციალური შეხვედრები გქონდათ...

- ჯერ ერთი, მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მეორეც, ეს შეხვედრა ჩემი სურვილით არ შემდგარა. ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა მთხოვა, რომ ერთ-ერთ ცნობილ ფიგურას შევხვედროდი.

- ეს ცნობილი ფიგურა ვინ იყო?

- გივი თარგამაძე, რომელმაც იცოდა, თუ რამდენი წელი მქონდა ნამუშევარი სამხედრო კონტრდაზვერვის სტრუქტურაში და აინტერესებდა, შეიარაღებული ძალებიდან რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ თუ ირიბ კავშირში ვინ შეიძლება ყოფილიყო.

- ბატონო კონსტანტინე, მუდმივად ხაზს უსვამთ, რომ გივი თარგამაძე რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული. თუკი ასეა, აბა, ინფორმაციას თქვენგან  რატომღა ითხოვდა?

- მაშინ გივი თარგამაძის კავშირებზე არაფერი ვიცოდი, თან როგორც მერე მივხვდი, შემამოწმეს, თუ რა ინფორმაციას ვფლობდი.

- რაც იცოდით, გივის ყველაფერი უთხარით?

- არა... გივი თარგამაძე შეკითხვებს კონკრეტულ ფიგურაზე მისვამდა.

- ეს ფიგურა ვინაა?

- მის ვინაობას ახლა არ დავასახელებ, თუმცა გეტყვით, რომ დღემდე საქართველოში, ასე ვთქვათ, ოპერირებს.

- პოლიტიკაშია?

- არა, მაგრამ სასათბურე პირობებშია და თავის საქმიანობას მშვენივრად ანხორციელებს. საერთოდ, ძალიან რთულია, რომ ადამიანს უცხოეთის სპეცსამსახურთან კავშირი დაუმტკიცო. საამისოდ ინფორმაციის გადაცემის, ან სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ ფაქტზე უნდა დაიჭირო. ეს კი, მუდმივ ოპერატიულ ზედამხედველობას მოითხოვს. მოკლედ, პიროვნების შესწავლა, რომელზეც გარკვეული ეჭვი არსებობს, წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ის ადამიანები, რომლებსაც “ნაცმოძრაობა” იჭერდა, შეიძლება, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მართლაც იყვნენ, მაგრამ მათი დაკავება უცებ ხდებოდა და ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი ფაქტები არ არსებობდა.

- ამ ლოგიკით, კოტე ბატონო, ვერც თქვენ დაამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული სპეცსამსახურების პროექტია.

- კი არ ვამტკიცებ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. გარდა ამისა, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც მიუთითებს, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობას სააკაშვილი კურირებდა. ამავე დოკუმენტაციით, იარაღით უკანონო ვაჭრობის კვალი რუსულ ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებამდე მიდის.

- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გამოძიებას ჰააგა ითხოვს. ეს გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ საბოლოოდ, საქმე იარაღის უკანონო ბიზნესის გამოძიებამდე მივა?

- პრემიერის ეს განცხადება გაერო-ს ანგარიშის გამოძახილია, ანუ გაერო-ს ანგარიშში მოტანილი ფაქტები იმის საფუძველი გახდება, რომ ჰააგის ტრიბუნალმა გამოძიება დაიწყოს.

- ბატონო კონსტანტინე, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ასე ვთქვათ, იწინასწარმეტყველეთ, რომ სააკაშვილს ჰააგა გაასამართლებდა, თუმცა საერთაშორისო ტრიბუნალი იარაღით უკანონო ვაჭრობის კი არა, აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს...

- ეს ორი საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ანუ ომი იმიტომ სჭირდებოდათ, რომ იარაღის შავი ბიზნესის კვალი დაეფარათ. ვინმემ იცის, აგვისტოს ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ რამდენი ტანკი, ტყვია-წამალი და სხვა სამხედრო ტექნიკა ჩამოწერა? ყველაფერი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- ესე იგი, ჰააგა იმის გარკვევას კი არ შეეცდება, ომი ვინ დაიწყო, არამედ...

- (სიტყვას მაწყვეტინებს) გარკვეულია, ომი ვინც დაიწყო და ამის შესახებ ე.წ. ტალიავინის დასკვნაშიცაა ნათქვამი. მითქვამს და ვიმეორებ: ომი დიდი ხნის წინ რუსეთმა დაიწყო - საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და 2008 წლის აგვისტოში, პრაქტიკულად, ამ ოკუპაციის დაკანონება მოხდა. “ვარდების რევოლუციამდე” არ ვაღიარებდით, რომ ეს საქართველო-რუსეთის ომი იყო, არადა, ეს რომ გვეღიარებინა, ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც ამ თემას უკავშირდება, ავცდებოდით.

- ჰააგის ტრიბუნალის მთავარი მიზანი რა იქნება?

- რა და, - აგვისტოს კონფლიქტის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა. ამასთან, საერთაშორისო ტრიბუნალი იმის გარკვევასაც შეეცდება, ადგილი ჰქონდა თუ არა იარაღით უკანონო ვაჭრობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებას. ისე, არ გეგონოთ, რომ ჰააგა მხოლოდ საქართველოს მოქმედებებს გამოიძიებს. რუსეთის მოქმედებებიც იქნება გამოძიებული, საერთო სურათი სწორედ ასე დაიხატება და დამნაშავე პირებიც გამოიკვეთებიან.

- ანუ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის კი არა, შესაძლოა, სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს?

- რა თქმა უნდა.

- სახელდობრ?

- რამდენიმე გენერლის, უპირველესად კი, - მამუკა ყურაშვილის. სხვათა შორის, ტალიავინის დასკვნაში ერთადერთი ადამიანი, ვინც სახელით და გვარითაა ნახსენები, სწორედ ყურაშვილია, რომელსაც რუსეთში, თუ არ ვცდები, რიაზანის მოიერიშე-მედესანტეთა სასწავლებელი ექსტერნად აქვს დამთავრებული.

- ეს სასწავლებელი უშიშროების დაქვემდებარებაშია?

- არა, თუმცა აგვისტოს კონფლიქტში ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომელთაც რუსეთთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვთ. მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ წესრიგს აღადგენსო. როცა ყურაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, რუსეთის არმიას ჩვენი საზღვარი უკვე გადმოლახული ჰქონდა, მაგრამ ამაზე არავის არაფერი უთქვამს, ანუ ყურაშვილის განცხადება რუსეთისთვის პოლიტიკური გზავნილი იყო.

- ტალიავინის დასკვნაში გენერალ ყურაშვილის ხსენება ერთგვარი მესიჯი იყო?

- რა თქმა უნდა და ამ მესიჯს ყურადღებას, დარწმუნებული ვარ, ჰააგის ტრიბუნალიც მიაქცევს, რადგან ასეთ დოკუმენტში კონკრეტული პიროვნების ხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.

- შეიძლება, ვიეჭვოთ, რომ ყურაშვილის განცხადება რუსეთთან იყო შეთანხმებული?

- ყველა ვერსიის “დადება” შეიძლება... მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ.

- რაზე?

- ტალიავინის დასკვნაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ შეიარაღებული კონფლიქტი 23 საათსა და 30 წუთზე საქართველოს მძიმე არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო. აქ მნიშვნელობა სწორედ სიტყვებს აქვს, თორემ ომი, როგორც წეღან აღვნიშნე, 90-იან წლებში რუსეთმა დაიწყო.

- ტალიავინის დასკვნა ჰააგისთვის ერთგვარი ნივთმტკიცება იქნება?

- ეს გამოძიების საფუძველია. ტალიავინის კომისიაში შვედი, ბრიტანელი, შვეიცარიელი და სხვა უცხოელი მაღალი რანგის სამხედროები მონაწილეობდნენ. წინა ინტერვიუებშიც მითქვამს, რომ “ვიკილიქსმა” საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ტეფტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი სამი წერილი გამოაქვეყნა და ტალიავინის დასკვნაშიც, პრაქტიკულად, იგივეა ნათქვამი, რასაც ტეფტი წერს.

- ამ წერილებში, როგორც მახსოვს, ტეფტი აქცენტს ატიპურ ბრძოლებზე აკეთებს...

- დიახ, ტეფტი აღნიშნავს, რომ ასეთი ატიპური ბრძოლები ადრეც ყოფილა და ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეიარაღებული ძალები არ გამოეყენებინა...

- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, არსებობს მოსაზრება, რომ ევროსაბჭოს საშემოდგომო სესიების პირველ სხდომაზე შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება მიიღონ, ანუ ევროსაბჭომ ღიად მიანიშნოს, რომ ექსპრეზიდენტზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

- გამორიცხული არაფერია.

- თუკი ევროსაბჭო ასეთ რეზოლუციას მართლა მიიღებს, ეს რისი ნიშანი იქნება და, საერთოდ, ვის აწყობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური წამებულის მანტიით შეიმოსოს?

- ვის და, - პირველ რიგში, რუსეთს. საერთოდ, ევროსაბჭოში რუსული ლობი ძალიან ძლიერია. ასე რომ, გამორიცხული არაა, ზემოხსენებული რეზოლუცია, მართლაც, მიიღოს.

- ისე, საგულისხმოა, რომ ჰააგა აგვისტოს მოვლენებით 6 წლის შემდეგ დაინტერესდა, თან იმ დროს, როცა უკრაინასა თუ ისრაელში დაძაბული ვითარებაა...

- უკრაინაში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს და ზოგიერთი ვაიექსპერტი ამბობს, რუსეთი უკრაინაში თავის მიზანს ვერ მიაღწევსო, მაგრამ ჯერ ის უნდა გაირკვეს, რუსეთის მიზანი რა არის.

- რა?

- ყირიმის მითვისების შემდეგ, რუსეთს პროცესის ე.წ. სამშვიდობო ფორმატში გადატანა უნდა, რისთვისაც სამშვიდობო კონტიგენტსაც ამზადებენ. სამშვიდობო კონტიგენტი, როგორც წესი, წვევამდელებისგან კი არა, კონტრაქტორებისგან შედგება.

- უხეშად რომ ვთქვათ, კრემლი თავისი ხალხის დასაქმებას ცდილობს?

- დიახ, თან თუკი მშვიდობისმყოფელთა თემა გააქტიურდა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სამშვიდობო ძალები ჩეჩნებით იქნება გატენილი. სხვათა შორის, ორი დღის წინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ განცხადება გააკეთა, რითიც რუსეთის მიზნები ნათელი გახდა. საერთოდ, პროცესის გაჭიანურება არც დასავლეთს უნდა...

- შეიძლება, ბატონო კოტე, მაგრამ მუდმივად ხაზს უსვამთ, რომ რუსეთს საქართველოში გამაღიზიანებელი სჭირდებოდა და ეს გამაღიზიანებელი სააკაშვილი იყო. ამ ლოგიკით, მსოფლიო ჰეგემონი რომ იყოს, გამაღიზიანებელი დასავლეთსა და აშშ-საც სჭირდებათ, ანუ თუ არ იარსებებს მონსტრი რუსეთი, აშშ-ის ძლევამოსილების მითი გაქრება. მოდით, საქართველოსა და უკრაინის პრობლემებზე ამ კუთხით ვიმსჯელოთ...

- თუ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ უკრაინის პრორუსი სეპარატისტებით დასახლებულ რეგიონებში სამშვიდობოები ჩადგნენ, მაშინ ის, რასაც ამბობთ, სიმართლე გამოვა. ამ ვერსიას ლავროვის განცხადებაც ადასტურებს.

- რაო, რა თქვა ლავროვმა?

- რა და, - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ე.წ. ვარშავის სამხედრო ხელშეკრულების ბლოკიც დაიშალა და ნატო რაღა საჭიროა, გამაღიზიანებელი აღარ ჰყავს და უნდა დაიშალოსო. ასეთივე მიდგომა ბრიტანელებშიც არსებობს.

- მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულია, დიდგულზეა, არც პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ და არც იმისთვის მცალია, საქართველოში ჩავიდე და დილეგში ჩავჯდეო. მოკლედ, გამორიცხავთ, რომ ყველაფერი თამაშია?

- არ მგონია, თამაში იყოს, რადგან ვიღაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

საერთოდ, როცა პატარა ქვეყანა ხარ და ორი დიდი მონსტრის ქარცეცხლში ხვდები, ბუნებრივია, რაღაც თამაშში იქნები ჩათრეული. სააკაშვილიც ამ თამაშის მონაწილეა, მაგრამ ომთან დაკავშირებით დიდი თამაში ვერ დაიწყებოდა, ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებას ესკალაციისკენ ნაბიჯები რომ არ გადაედგა... მოკლედ, საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო, დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში გაიჭყლიტა - დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და არ ვიცით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას როდის აღვადგენთ... საქართველოში სამი დიდი მონსტრის - რუსეთის, დასავლეთის და მეზობლების - ირანისა და თურქეთის ინტერესებია, მაგრამ ამ ინტერესებთან ჩვენი ინტერესები უნდა შევაჯეროთ და ისე ვიმოქმედოთ. “ნაციონალების” მმართველობის დროს, საქართველოს ინტერესებს არავინ ითვალისწინებდა, ანგარიშს მხოლოდ დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს უწევდნენ და სწორედ ამან მიგვიყვანა იმ უბედურებამდე, რა უბედურებაც დღეს გვჭირს. ანალოგიური უბედურება სჭირს უკრაინასაც და დამერწმუნეთ, დიდი ხნის განმავლობაში ვერც უკრაინა დალაგდება. ისე, ამ თამაშში შესაძლოა, გაერო-ც იყოს ჩართული.

- აცხადებთ, რომ იარაღის უკანონო ბიზნესში თემურ ალასანიაცაა შემჩნეული, რომელიც გაერ-ოს მაღალჩინოსანია. გამოდის, რომ ფული გაერო-საც ანათებს?

- უკანონობისგან ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც არაა დაზღვეული. თუ გგონიათ, რომ იმ გრანტების ნაწილი, რაც საქართველოში “ნაციონალების” დროს  მოდიოდა, “ატკატების” სახით, ევროპაში არ ბრუნდებოდა, ძალიან ცდებით. ქართველ მაღალჩინოსნებს ფული, ასევე, ამერიკული პოლიტიკის ნეოკონსერვატიულ ფრთასთანაც მიჰქონდათ. აბა, ლობისტურ ორგანიზაციებს რისთვის ქირაობდნენ? - ამით ფული თეთრდებოდა! არც აშშ-ს ვაკნინებ და არც - დასავლეთს, მაგრამ ჩემთვის მთავარი აშშ-ის ბიუროკრატიული სისტემის კონკრეტული წარმომადგენლის განცხადება კი არაა, რომელსაც მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს, არამედ, ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა.

- სხვათა შორის, სადღაც წავიკითხე, რომ თავის დროზე, ანუ მაშინ, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კარიერას იწყებდა, ობამა მოსკოვში იმყოფებოდა და საბჭოთა საიდუმლო დოკუმენტებზე ჰქონდა წვდომა...

- ზღაპარია!

- შეიძლება, მაგრამ ყველა ზღაპარი, ადრე თუ გვიან, რაღაცნაირად რეალობად იქცევა ხოლმე... ბატონო კონსტანტინე, პირად საუბარში მიანიშნეთ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე შესაძლოა, ვალერი გელბახიანი იყოს. ამას რის საფუძველზე ეჭვობთ?

- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, გელბახიანმა განაცხადა: “ძალოვანი სტრუქტურებიდან ჩემთან ორი ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიდა, თითო ასლი იყო მოსული, არ მინდა ამ ხალხზე საუბარი, ფულს ითხოვდა. ორი ძალიან მაღალი თანამდებობის პირზე ძალიან სკანდალური სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებზე მომიტანეს დოკუმენტები... ერთი საქმე მკვლელობას ეხებოდა, მეორე - ნარკობიზნესს”. ჩემი აზრით, ეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან.

- სწორედ მაშინ, როცა სასამართლომ სააკაშვილი ბრალდებულად სცნო, აზერბაიჯანში, ქართულ-აზერბაიჯანული საფეხბურთო გუნდების შეხვედრაზე, ინციდენტი მოხდა. იზიარებთ მოსაზრებას, რომ ამის უკანნაციონალებიიდგნენ?

- ეს დაპირისპირება წმინდა პოლიტიკური მომენტი იყო. შეიძლება, რაღაც პრევენციული ღონისძიებები გატარდა, მაგრამ მიკვირს შსს-ს, რომელმაც განაცხადა, უბრალო გაუგებრობა მოხდაო, სააკაშვილმა კი, “ოცნებას” ბრალი აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში დასდო. ყველაფერი ეს “ნაცმოძრაობის” ხელწერაა. სააკაშვილი თავისი ბინძური ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის ისევ ახალგაზრდობას იყენებს.

- ახალგაზრდებინაციონალებსთავს რატომ აყენებინებენ?

- შეიძლება, ფულით დაინტერესების მომენტია, ან ჰპირდებიან, რომ ვთქვათ, უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნიან. საერთოდ, ყველა ცენტრი, სადაც “ნაციონალებისგან” ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენ, გამოვლენილი უნდა იქნას.

- ერთ-ერთ ასეთ ცენტრად სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა სახელდება...

- დიახ, ასეთი ინფორმაციაც არსებობს. საერთოდ, როცა ხელისუფლებაში ხარ, ახალგაზრდობას ყურადღება უნდა მიაქციო. ღარიბაშვილის ინიციატივა კარგია, რომლითაც გამორჩეულად ნიჭიერებს სახელმწიფო, თავისი ხარჯით, უცხოეთში სასწავლებლად გააგზავნის.

- ბატონო კონსტანტინე, ამას წინათ, ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის დაცვის უფროსმა, გიორგი ბერიძემ განაცხადა, “იმედშიმიშას დაცვის უფროსი გოგი თათუხაშვილი მოდიოდა და ბადრი ფულს ატანდა ხოლმეო. საუბარია მილიონებზე. თქვენი ინფორმაციით, თათუხაშვილს სააკაშვილის კარზე რა ფუნქცია ჰქონდა?

- თათუხაშვილი იგორ გიორგაძესთანაა დაკავშირებული და თავის დროზე, შინაგანი ჯარის ოფიცერთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად, სამხედრო კონტრდაზვერვის ოპერატიული დაკვირვების ქვეშაც იმყოფებოდა. ამ ოფიცერთა ჯგუფიდან ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას, შსს-ში მუშაობდა, ახლა კი, პენსიაში გავიდა... საერთოდ, თათუხაშვილი სააკაშვილის ყველაზე მეტად ნდობით აღჭურვილი პირი იყო და არის. გლდანის ეკლესიის დანგრევის ოპერაციასაც სწორედ ის ხელმძღვანელობდა... როგორც ვიცი, თათუხაშვილს გენერალური შტაბის უფროსობა უნდოდა, მაგრამ არ მისცეს და სხვა კადრით, ანუ დევი ჭანკოტაძით ჩაანაცვლეს, რადგან ის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

- ჭანკოტაძე მნიშვნელოვანი ფიგურა რატომ იყო?

- იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთზე გახლდათ მიბმული - როცა რუსეთში საქართველოს სამხედრო ატაშე იყო, ლუბიანკას ქუჩას ხშირად სტუმრობდა.

- ლუბიანკას ქუჩაზე სტუმრობა დანაშაულია?

- არა, მაგრამ “ეფ-ეს-ბე”-ს შტაბ-ბინა სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს. საერთოდ, სააკაშვილის მაღალ სამხედრო ფიგურებს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსულ სპეცსამსახურებთან, პირდაპირი თუ ღია, ურთიერთობა ჰქონდათ. ხაზს ვუსვამ, ეს ურთიერთობები მას შემდეგ არ დაწყებულა, რაც მაღალჩინოსნები გახდნენ.

ჩემი ინფორმაციით, გოგი თათუხაშვილი დღესაც მიშას ნდობით აღჭურვილი პირია და სტრასბურგსა და უკრაინას შორის გარკვეულ შუამავლის ფუნქციას ასრულებს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა დავალებებზეა ლაპარაკი, მაგრამ თათუხაშვილის ბევრი თანამებრძოლი დღეს უკრაინაშია... სხვათა შორის, რამდენიმე ქართველი ოფიცერი უკრაინაში დაიჭრა და ჭრილობებს საქართველოში იშუშებს.

მოკლედ, თუკი ჰააგა დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელია, აუცილებლად გაასამართლებს! სააკაშვილი ხომ ვერ იტყვის, ჰააგამ როგორ უნდა დამიჭიროსო? ამიტომ გაიძახის, პუტინის დავალებით, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი მიჭერსო. დასავლეთის ინტერესებში რომ არ შედიოდეს, გამოძიებას არც ჰააგა დაიწყებდა და რეზოლუციას არც გაერო მიიღებდა! მიშას გასამართლებით, ევროპა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მისნაირი ავანტიურისტული  ფიგურების გაჩენას აღკვეთს. ამასთან, ევროპა ტრანსნაციონალურ დანაშაულზეც გავა.

- პრივატული საუბრისას პატარკაციშვილის დაცვის კიდევ ერთი გავლენიანი ფიგურა, საშა მაისურაძე ახსენეთ...

- მაისურაძე ე.წ. ოტოშნიკი, ძლიერი ოპერატიული მუშაკია და გარე მეთვალყურეობის სისტემაშიც კარგად ერკვევა. საერთოდ, რუს ოლიგარქებსა და მათ, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ბიზნესს, ანუ მაშინდელი ტერმინით რომ ვთქვა, საქმოსნობას ეწეოდა, გარკვეული შეხება სპეცსამსახურთანაც ჰქონდათ. ამიტომ, მას მერე, რაც საბჭოთა სუკ-ი დაიშალა, მისი თანამშრომლები სამუშაოდ აიყვანეს და მათ სამრეწველო შპიონაჟისთვის იყენებდნენ. პატარკაციშვილსაც მაისურაძე სწორედ ამიტომ სჭირდებოდა.

- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ბანკის დაცვის უფროსი საშა მაისურაძის გაზრდილია?

- დიახ.

- გამორიცხულია, რომ ეს ბანკირი, დაცვის უფროსის საშუალებით, რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ იყოს?

- გამორიცხული არაა...