პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული არასამთავრობოების მიმართ საყვედური გამოთქვა. მისი თქმით, ზოგიერთ არასამთავრობოს ვერ გაურჩევია, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.
პრემიერის საყვედური უპასუხოდ არ დაუტოვებიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მეტიც, ისინი დაემუქრნენ პრემიერ-მინისტრს, ამის შესახებ ევროკომისარ შტეფან ფულეს მივწერთ, საქმის კურსში ჩავაყენებთო.
როგორი „ისტორიის“ მქონე ადამიანები იმუქრებიან შტეფან ფულეებით და კარლ ბილდტებით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური თავის დროზე სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.
მისდამი დაქვემდებარებული უწყება სხვა ამოცანებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვებსაც აწარმოებდა.
2005-2006 წლებში უწყებამ სამხედრო უნიფორმის შეკერვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 მილიონი ლარი იყო.
ტენდერში მონაწილეობა რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკამ მიიღო.
გამარჯვბებულად ეკა გიგაურის ძმის მიხეილ გიგაურის მმართველობის ქვეშ მყოფი ფირმა გამოცხადდა, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა და არ გააჩნდა სამკერვალო საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა.
რომ არ ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი, მიხეილ გიგაურმა ხსენებული ფირმა უცნობ პირზე დაარეგისტრირა. გარიგების შემდეგ, სატენდერო პირობების შესრულების მიზნით, ქვემოიჯარედ დაიქირავა ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა, რითაც აშკარად შექმნა ე.წ. „ატკატის“ მიმღები საშუამავლო რგოლი.
იმ პერიოდში სასაზღვრო პოლიციას ხელმძღვანელობდა პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის მეუღლე ბადრი ბიწაძე, რომლისთვისაც ცნობილი იყო ამ გარიგების შესახებ.
ეკა გიგაური ბიწაძემ დანიშნა თანამდებობაზე და სარგებლობდა ნდობით“, - წერს გაზეთი „ქრონიკა“.
წყარო: კვირის ქრონიკა