საზოგადოება სამართლიანობას ისევ ქუჩიდან მოითხოვს

საზოგადოება სამართლიანობას ისევ ქუჩიდან მოითხოვს

არასამთავარობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე“ სამართლიანობის აღდგენას და კოაბიტაციის დამთავრებას ითხოვს. ორგანიზაციის წევრებმა წერილობით მიმართეს მთავრობის მეთაურს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყონ სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეთა დასჯა. მათ ანალოგიური წერილით მიმართეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომ დადგეს საზოგადოების გვერდით და ერთად გამოასწორონ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები.

„გადაარჩინე სიცოცხლე“-ს დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებიდან 15 დღეში სამოქალაქო მოძრაობა იწყებს ფართო მასშტაბიან აქციებს. აქციის მთავარი მოთხოვა სამართლიანობის აღდგენაა.

For.ge. იური ვაზაგაშვილს ესაუბრა.

როგორც უკვე დაანონსეთ, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩის აქციებს იწყებთ, რის გამოც, განცხადებით მიმართეთ ხელისუფლებას და ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი, თვილით, რომ მას გავალენა აქვს ხელისუფლებაზე?

- ბიძინა ივანიშვილს მივმართეთ იმიტომ, რომ მისი მოყვანილია ეს ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, მაგრამ მისი მიერ შექმნილი რეჟიმი კვლავ განაგრძობს არსებობას მოსახლეობის საზიანოდ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ხმა მივეცით ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ივანაიშვილმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ აღადგენდა სამართლიანობას. მისი გამოსვლებიდან ჩანს, რომ მოქმედი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილი არ არის. ამიტომ მივმართეთ ა-ო „მოქალაქის“ დამფუძნებელს, რათა საერთო ძალისხმევით და ერთად დგომით გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომელსაც უშვებს ეს ხელისუფლება.

15 დღიანი ვადა მიეცეთ ხელისუფლებას იმისათვის, რომ დაიწყონ გამოძიება. როგორ ფიქრობთ, თუ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დამნაშავეთა დასჯა, ფიქრობთ თქვენი მიმართვით ეს შესაძლებელია?

- ბიძინა ივანაშვილი ვალდებულია გამოვიდეს და დადგეს საზოგადოების გვერდით, ეს აუცილებელია. ქართველი ხალხი უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობით და ეს კარგად იცის ივიანიშვილმა. არა მარტო ივანიშვილს, არამედ ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. კარგად გვესმის რა მდგომაარეობაში იყო ქვეყანა, არ ვითხოვთ რატომ არ ყვავის ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ საკმარისზე მეტი დრო იყო სამართლიანობის აღდგენისთვის - დამნაშავეებს, მკვლელებს აწინაურებენ.

უშუალოდ მე რამდენჯერმე ხმამაღლა განვაცხადე, რომ შს მინისტრი მფარაველობს ამ ზონდერებს და დამნაშავე პირებს, ამის მტკიცებულებები არაერთხელ წარვადგინე, მაგრამ პროკურატურა დუმს. პროკურატურა დაჩმორებული ჰყავთ. პროკურატურა ვერ ბედავს ჭიკაიძის ნებართვის გარეშე დაკითხვაზე დაიბაროს რომელიმე თანამშრომელი. პროკურატურა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. გამოდის, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, თორემ 28 წლის ჭიკაიძე ამას ვერ გაბედავდა, მის უკან რომ არ იდგეს რაღაცა ძალა და ვიღაცები.

ჩვენ თხოვნით კი არ მივმართავთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება ქვეყანაში. არჩევნებამდე კიდევ მივეცით ბოლო შანსი, რომ ჩატრდეს არჩევნები. არჩევნებიდან 15 დღეში დავიწყებთ აქციებს. ვქმნით სამოქალაქო მოძრაობას და ეს მოძრაობა აიძულებს ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს შეცდომები. დავამტკიცებთ, რომ ეს ქვეყანა არის ხალხის, რომელიც ითხოვს სამართლიანობას და არა ხელისუფლების.

მერწმუნეთ, ვაიძულებთ, რომ ხალხისკენ გაიხედონ.

როგორც ვიცი თქვენ შეხვდით პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს და მთავარი პროკურორის მოადგილეს, მიიღეთ პირობა, რომ თქვენი შვილის საქმე იქნება გამოძიებული?

- საკმარისად ვაცალე ხელისუფლებას. შევხვდი ჭიკაიძეს, ირაკლი შოთაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრთან შედგა გულწრფელი საუბარი. დანარჩენები იტყუებიან, ცარიელი დაპირებების მეტი არაფერი ყოფილა. ჩვენ ყველამ ფიცი დავდეთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე. არა მარტო ჩემი შვილის საქმე უნდა გამოიძიონ, არამედ ყველასი. თუ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღსდგება, თუ დამანაშავეები არ იქნებიან დასჯილი, ქვეყანა ვერ შედგება -

რადგან ესენი დამნაშავეებს არ სჯიან, გამოდის, რომ თვითონაც იგივეს აპირებენ. ამიტომ, ბრძოლას ვაპირებთ ბოლომდე, არ იქნება დანდობა და უკან დახევა. იმდენი გამწარებული ხალხი დადის, რომ ლინჩის წესზე გადავა მოსახლეობა და ამაზე პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლებას დაეკისრება.