არცთუ ისე შორეულ წარსულში მომხდარის გათვალისწინებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა განხილვის საგანი თავისთავად შეიძლებოდა ყოფილიყო, სახეზეა მკაფიო გეოპოლიტიკური ინტერესები, - განუცხადა გადაცემას „იმედის კვირა“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დოქტორმა მარტინ ვინცენმა.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია გეოპოლიტიკური თამაშები ქართველების სიცოცხლის ხარჯზე.
„საქართველოში ეკრანებზე ხედავთ ფრიდრიხ მერცს, თქვენ ხედავთ ურსულა ფონ დერ ლაიენს და სხვებს, ჩემი მოკრძალებული თხოვნაა ქართველებისადმი - არ დაივიწყოთ, რომ გერმანიას მხოლოდ ისინი არ წარმოადგენენ, იცოდეთ რომ აქ ისმის სხვა ხმაც, არსებობს მათგან განსხვავებული მიდგომა თქვენდამი, ამ პოლიტიკოსთა ქცევით გერმანიაზე გული არ აიცრუოთ, ჩვენთან არიან ადამიანები ვინც მათგან განსხვავებულად ფიქრობს, აქაც არიან პატრიოტები და ჩვენ ურთიერთსარგებელი მხოლოდ გაგვიხარდება.
არცთუ ისე შორეულ წარსულში მომხდარის გათვალისწინებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა განხილვის საგანი თავისთავად შეიძლებოდა ყოფილიყო - სახეზეა მკაფიო გეოპოლიტიკური ინტერესები, ფრონტის ხაზის გაზრდა რუსული არმიის სასიცოცხლო რესურსის მეტად დახარჯვა, ეს მინიმუმ მსჯელობის თემა მაინც იყო, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გეოპოლიტიკური თამაშები ქართველების სიცოცხლის ხარჯზე“, - განაცხადა მარტინ ვინცენმა.