შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ვილიამ თ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,5758 გრ ჰეროინს და 1,2712 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეტამფეტამინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).