შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ფრიდონ ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 22 აპრილს, თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირზე, თავის ყოფილ მეუღლეს სოფიო ა. ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სოფიო ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ფრიდონ ა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დაკავებულმა ასევე აღიარა, რომ 2008 წელს თბილისში, ლილოს დასახლებაში ორი ქალბატონი მოკლა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117 მუხლის 1-ლი ნაწილით და 109-ე მუხლით).