პოლიტიკა - რას გამოიწვევს აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია?!

პოლიტიკა - რას გამოიწვევს აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია?!

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ არ გამორიცხავს, რომ ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დაგეგმოს, რაც ანალიტიკურ წრეებში, გარკვეულწილად, ერთგვარ მუქარად შეფასდა, რათა ირანი დათმობებზე წამოვიდეს - სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის ოპერაციების დროს, გათვლილი იქნებოდა ხამენეის ლიკვიდაცია აქამდეც. ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსმა ნაბიჯმა ისრაელის მხრიდან, შესაძლოა, ვითარების გაუარესება გამოიწვიოს. თუმცა, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით - ეს კონფლიქტს დაასრულებს.

ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანსმარადიული ომისურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნეთანიაჰუ მსგავსი ტიპის განცხადებებით, შესაძლოა, ირანზე ზეწოლის გაზრდას ცდილობდეს. მისივე შეფასებით, რთულია პროგნოზირება, რას გამოიწვევს ხამენეის ლიკვიდაცია - შესაძლოა, მისი შეცვლის შემდეგ, მასზე უარესი მოვიდეს.

რთული სათქმელია, რა გათვლა აქვს ნეთანიაჰუს და რატომ გააკეთა ეს განცხადება ახლა, ომის მეოთხე დღეს. ვნახეთ, ჯარის ხელმძღვანელობა, წამყვანი თანამდებობის პირები, გენშტაბის უფროსი, გუშაგთა კორპუსის მეთაური, საჰაერო ძალების სარდალი და რამდენიმე გენერალი იქნა ლიკვიდირებული - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის სპეცსამსახურების და თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი იყო მაღალჩინოსნების ადგილმდებარეობა. შესაბამისად, ირანის სულიერი ლიდერის ადგილსამყოფელიც ცნობილი იქნებოდა ომის დასაწყისში. რეალურად აქვს ეს ჩაფიქრებული თუ მუქარა, რომ დაითანხმოს მოლაპარაკებებზე, უცნობია. შესაძლოა ეს იყოს ზეწოლა ხამენეიზე და არა ლიკვიდაციის განზრახვა.

რთული სათქმელია მსგავსი ნაბიჯი შეკრავს ერს თუ პირიქით - რაიმე რღვევის პროცესებს გამოიწვევს. ირანის სულეირი ლიდერის ლიკვიდაციას შეიძლება მოჰყვეს მისი ჩანაცვლება და ამან მეტი მღელვარება გამოიწვიოს ისრაელის წინააღმდეგ. დიდი ხანია ვწერ, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია, იფეთქა, მაგრამ შეიძლება ამაზე უარესი მოხდეს - არ მგონია, რომ ერთ პიროვნებაზე იყოს დამოკიდებული ყველაფერი - შესაძლოა თავადაც წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, ან შეიძლება მისი შეცვლის შემდეგ, მასზე უარესი მოვიდეს, ვინ იძლევა ამის გარანტიას?“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენები შეაფასა აშშ- პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ირანი ამ ომს ვერ იგებს.

მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ირანი ამ ომს ვერ იგებს და მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, სანამ გვიანი არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანს საომარი მოქმედებების დეესკალაციის შესახებ მოლაპარაკებები სურს.

დიახ, მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის: დღეს თელ-ავივია. ხვალ ნიუ-იორკი იქნება. მისმინეთ, მესმისამერიკა პირველ რიგში“, მაგრამ არ მესმისმკვდარი ამერიკა“. ეს არის ის, რაც ამ ხალხს სურს. ისინი სკანდირებენსიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც კაცობრიობას ემსახურება და ეს სიკეთის მიერ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამერიკა სიკეთის მხარეს დგას. დონალდ ტრამპი სწორედ ამას აკეთებს და მის მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მტერს არ ვებრძვით. ჩვენ თქვენს მტერსაც ვებრძვით. ჩვენ უბრალოდ მათ გზაზე ვართ და ამან შეიძლება მალე ამერიკამდეც მიაღწიოს“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.