დენიელ დევისი: ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ სხვა სახელმწიფოებში გამარჯვებულის ან დამარცხებულის არჩევას რომელიმე მხარის სასარგებლოდ

დენიელ დევისი: ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ სხვა სახელმწიფოებში გამარჯვებულის ან დამარცხებულის არჩევას რომელიმე მხარის სასარგებლოდ

ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ წინა ადმინისტრაციის მიდგომას. არ არსებობს რეალური მიზეზი იმის ვარაუდისთვის, რომ ეს წარმატებული იქნება, რომ ის გამოიწვევს ჩვენთვის სასურველ პოლიტიკურ შედეგებს. პირიქით, ეს, სავარაუდოდ, ხალხს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს. ამ პრინციპს ვხედავთ ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობისას, - განაცხადა გადაცემაში თბილისის დროით“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა დენიელ დევისმა მეგობარი აქტზე“ და საქართველოს მიმართ სანქციებით მუქარაზე საუბრისას.

მან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევისა და არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის დაუშვებლობაზეც ისაუბრა.

თუ ცდილობ, აიძულო ვინმე, დაგემორჩილოს, როგორც წესი, წინააღმდეგობას გაგიწევს და სხვაგვარად მოიქცევა, თავისთავად თუ მას არჩევანი აქვს და არ არის იძულებული დაგემორჩილოს, რადგან საპირისპირო ქმედება მას ზიანს მიაყენებს. ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ სხვა სახელმწიფოებში გამარჯვებულის ან დამარცხებულის არჩევას ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები იმ მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს ხალხი აირჩევს, როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს ეს.

თუ არსებობს ორმხრივი სარგებელი მეგობრული ურთიერთობების გასაძლიერებლად, მშვენიერია, მოდით, გავაკეთოთ ეს. თუ ასეთი ორმხრივი სარგებელი არ არსებობს, მაშინ უბრალოდ მოდი, ნუ ჩავერევით საქართველოს საქმეში. არ უნდა ვცადოთ, შეცვალოთ საარჩევნო შედეგი ძალისა და ზეწოლის გამოყენებით, რათა ვაიძულოთ სხვა ქვეყნის ადგილობრივი მთავრობა, გაატაროს ჩვენთვის სასურველი პოლიტიკა.

წარსულში, შეერთებულ შტატებში ჩვენ გვინდოდა, ვყოფილიყავით ის, რასაც ქალაქს მთაზე“ უწოდებენ. გვინდოდა, გვეხელმძღვანელა მაგალითით. გვინდოდა, გვეჩვენებინა დადებითი მიდგომა, რომელსაც სხვები მიბაძავდნენ, რაც მათ სურვილს გაუჩენდა, ჩვენთან თანამშრომლობა ეთხოვათ, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ ჩვენ ვეძებთ ორმხრივად მომგებიან შედეგებს. ჩვენ გვსურდა წარმატება ჩვენთვის, და გვსურდა თქვენთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც თქვენთვისაც სასარგებლო იქნებოდა. ეს განსხვავებული და მიმზიდველი მიდგომაა.

თუ შეგვეძლება შესთავაზოთ საქართველოს ის რაც მათთვის სარგებელს მოიტანს, ისინი თავისი ნებით გააკეთებენ ამას. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ : ან გააკეთე ის, რასაც მე ვამბობ, ან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდები“, და საერთოდ არ საუბრობთ მათთვის რაიმე სარგებელზე, სად არის ამის მოტივაცია? მე ვფიქრობ, ეს ძალიან არაპროდუქტიული გზაა. ეს შეერთებულ შტატებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს და არაფერს სასიკეთოს არ აკეთებს საქართველოს ხალხისთვის“, - აღნიშნა დევისმა.

მეგობარ აქტზე“ დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმაც ისაუბრა.

სრულად ვეთანხმები. საქართველო პატარა ქვეყანაა. ეს შესანიშნავი, მშვენიერი ქვეყანაა, შესანიშნავი ეკონომიკითა და მშვენიერი ხალხით, მაგრამ ის მაინც პატარა ქვეყანაა. ჩემი აზრით, ტრამპს, შესაძლოა, არ ჰქონდეს საკმარისი დრო ან შესაძლებლობა, რომ ამაზე ისე ხშირად იფიქროს, როგორც მას სურს.

მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატაში 342 ხმით მიიღეს, სულ რაღაც 49 ხმის წინააღმდეგ და ისიც მხოლოდ 40-წუთიანი დებატების შემდეგ. ნუთუ, აშშ-ის კონგრესის 342-მა წევრმა ნამდვილად იცის საქართველო ასე კარგად? ჯო უილსონი, სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელი კი ჰელსინკის კომისიის შეხვედრას ხელმძღვანელობდა. მან იქ მიიწვია რადიკალური ოპოზიცია საქართველოდან, რომელთა გვარებიც კი ვერ წარმოთქვა წესიერად. როდესაც საქმე ეხება ვაშინგტონის თვალსაწიერის განაპირას მდგარ სახელმწიფოებს, ხომ არ არის საშიშროება შედარებით უარყოფითი საგარეო პოლიტიკის გატარებისა?“ - აღნიშნა პრაუდმა.

დენიელ დევისმა იან პრაუდის საპასუხოდ განაცხადა, რომ მეგობარი აქტი“ არ არის ამერიკელების თავის ტკივილი, და როდესაც ისინი ასე ღრმად არიან პროცესებში ჩართულნი, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ უკან რაღაც ფარული მოტივები დგას.

ეს უფრო მასშტაბური გამოწვევის ნაწილია, და მე უნდა ვთქვა, რომ არ მინახავს ამ აქტის დეტალები, მაგრამ მე ძალიან დიდ ფსონს დავდებდი, რომ 342 კონგრესმენის მხარდაჭერა მას აქვს რადგან, ეს კონგრესმენები ამ აქტს განიხილავენ მხოლოდ ანტი რუსულის ჭრილში. მე ვფიქრობ, რომ ამ 342-დან თითქმის, არც ერთს არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, რა პირობებია, რა პრობლემებია, რა არის მნიშვნელოვანი და რა - არა, რა დებატები მიმდინარეობს, და მე არ მგონია, რომ მათ ეს ნამდვილად აინტერესებთ.

გულწრფელად რომ ვთქვა, ეს უბრალოდ არ არის ამერიკელების თავის ტკივილი, და როდესაც ისინი ასე ღრმად არიან პროცესებში ჩართულნი, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ უკან რაღაც ფარული მოტივები დგას. ამიტომ, სამწუხაროდ, არ მგონია, რომ მათი ჩართულობა საქართველოს ხალხის სასარგებლოდ არის“, - განაცხადა დევისმა.