"რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია",- ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს დგას სწორ გზაზე და სადაც ყველაფერი "ფეიკია".
"რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? – ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია.
გუტიერეში პირადად მადლობას უხდის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის არჩევისთვის, ტრამპიც იმავე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ…
მათი „სამყარო“ სულ სხვაა:
• რეალური ფოტო „ფოტოშოპია“;
• ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა – „იგნორია“;
• თვითონ ტრამპის 26 მაისის მილოცვის წერილიც "ფეიკად" გაასაღეს და გადამალეს.
ანუ, რასაც ვერ "აპრავებენ", იმას არარსებულად აცხადებენ.
ამ სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს სწორ გზაზე დგას და სადაც ყველაფერი "ფეიკია".
რეალობაში კი – ოპოზიციაა ჩამოშლილი, და არა საქართველო.
თვითონ არიან "ფეიკი", თვითონ ჩამოყალბდნენ "ფოტოშოპის პოლიტიკოსებად".
4 ოქტომბერი კი ამ პოლიტიკური ნაგვის, ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს",- წერს ქადაგიძე.