არჩილ გორდულაძე: ბოლო 11 წლის განმავლობაში არც ერთ ელჩს არ უკადრია ის, რასაც კადრულობს ეს ელჩი

არჩილ გორდულაძე: ბოლო 11 წლის განმავლობაში არც ერთ ელჩს არ უკადრია ის, რასაც კადრულობს ეს ელჩი

ბოლო 11 წლის განმავლობაში არც ერთ ელჩს არ უკადრია ის, რასაც კადრულობს ეს ელჩი, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას.

მხოლოდ იმ განცხადებისთვის იყო დასაბარებელი გერმანიის ელჩი, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე თქვა, რომ ის გააგრძელებს ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას. ვინ ეკითხება ელჩს ხელისუფლების კრიტიკას. მისი ჩართულობა შიდა საქმეებში აკრძალულია ვენის კონვენციით“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს იყო დაბარებული.