სტივ გილი: ისინი არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ სხვა დამოუკიდებელ დამკვირვებლებსაც არ აძლევენ დაკვირვების საშუალებას

სტივ გილი: ისინი არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ სხვა დამოუკიდებელ დამკვირვებლებსაც არ აძლევენ დაკვირვების საშუალებას

ისინი არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ სხვა დამოუკიდებელ დამკვირვებლებსაც არ აძლევენ დაკვირვების საშუალებას, - განაცხადა სამართლის და პროგრესის ინსტიტუტის“ უფროსმა მრჩეველმა სტივ გილმა მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობაზე საუბრისას.

თქვენ არ ყოფილხართ პირველი, ვინც საზღვარზე არ შეუშვეს. როცა ქვეყანას არ სურს დამოუკიდებელი დამკვირვებლები, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, რომ დააკვირდნენ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები, ვფიქრობ, ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ეტაპზე ეს არადემოკრატიული არჩევნებია.

იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 4 ათწლეულია, რაც ამერიკულ და საერთაშორისო პოლიტიკაში ვარ ჩართული და რამდენჯერმე ვიყავი არჩევნების დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყანაში, არ მომცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება. მოლდოვას ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ და ბევრის სხვა, მათ შორის ჟურნალისტები არ ჩაერთოთ ამ პროცესში“, - აღნიშნა სტივ გილმა.