საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ სიმონე ვოლკენთან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და პროექტები, რომლებსაც გაერო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.