ტრამპი ავტომწარმოებლებს „დაერია“ - რა შედეგს გამოიღებს აშშ-ის პრეზიდენტის ტარიფები?!

ტრამპი ავტომწარმოებლებს „დაერია“ - რა შედეგს გამოიღებს აშშ-ის პრეზიდენტის ტარიფები?!

მსოფლიოს ავტომწარმოებლებისთვის რთული დროება დადგა. ზოგი მოგებას კარგავს, ზოგი კი ახალ მოდელებს აღარ უშვებს. მთავარი მიზეზი აშშ-ის მიერ იმპორტირებულ მანქანებზე დაწესებული ტარიფებია. გაზაფხულზე, დონალდ ტრამპმა უცხოურ ავტომობილებზე გადასახადები მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს ასევე შეეხო სათადარიგო ნაწილებს, ძრავებსა და ტრანსმისიებს.

როგორც ტრამპმა განმარტა, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები მაღალი ბარიერებით იცავდნენ საკუთარ ბაზარს, აშშ-ში გადასახადები მხოლოდ 2.5% იყო. მისი თქმით, ამ დისბალანსმა დაანგრია ამერიკის სამრეწველო ბაზა და საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებასაც კი. ტრამპის ჩანაფიქრით, ახალ ტარიფებს უნდა დაეცვა ამერიკული კომპანიები, მაგრამ პირიქით მოხდა. The Wall Street Journal-ის მონაცემებით, გაზრდილი გადასახადების გამო, მსოფლიო ავტოინდუსტრია უკვე 12 მილიარდი დოლარის ზარალი აქვს. მსგავსი სიტუაცია COVID-19-ის პანდემიის დროსაც იყო.

ყველაზე მეტად თავად ამერიკელი მწარმოებლები დაზარალდნენ, მათი ავტომობილების, დაახლოებით, 60% უცხოური კომპონენტებითაა აწყობილი. აშშ ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია - გასულ წელს, ქ თითქმის 11 მილიონი მანქანა დამზადდა. ამასთან, ამერიკელები თავადაც აქტიურად ყიდულობენ უცხოურ მანქანებს. 2024 წელს, ავტომობილების იმპორტმა 474 მილიარდი დოლარი შეადგინა, მათ შორის, მსუბუქ ავტომობილებზე 220 მილიარდი მოდიოდა. მთავარი მმწოდებლები არია: მექსიკა, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა და გერმანია.

ევროპული ავტოინდუსტრია კრიზისშია

ტარიფების ზრდამ ევროპული კომპანიებიც დააზარალა. მეორე კვარტალში გერმანული ავტოგიგანტების შემოსავალი 2.1%-ით დაეცა. Mercedes-Benz-ის მოგებამ 957 მილიონი ევრო შეადგინა, რაც თითქმის 70%-ით ნაკლებია, წინა წლებთან შედარებით. ასევე, გერმანულ კომპანიებზე უარყოფითად იმოქმედა ექსპორტის შემცირებამ: აშშ-ში -10%, ჩინეთში -14%. შედეგად, დაიწყო საწარმოების დახურვა და თანამშრომლების შემცირება.

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის ივნისამდე, გერმანიის ავტოინდუსტრიამ 51 500 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა (მთლიანი დასაქმებულების 7%). თუ მიმწოდებლებსაც ჩავთვლით, სამსახური 114 000 ათასმა ადამიანმა დაკარგა.

დისლოკაციის შეცვლა

მსგავს შეღავათებს ტოკიოც ელოდება. გაუარესებული სავაჭრო პირობების გამო, იაპონური კომპანიები ზარალს განიცდიან. Nikkei Asia-ს ცნობით, მეორე კვარტალში Toyota-ს წმინდა მოგება თითქმის 37%-ით შემცირდა, რაც 3 მილიარდი დოლარის დანაკარგს ნიშნავდა. ამავე პერიოდში, Mazda-მ - 313 მილიონი, Honda-მ - 201 მილიონი დაკარგა. Nissan კი მძიმე მდგომარეობაშია.

ამ ვითარებამ მწარმოებლები აიძულა, ახალ ქმედებაზე გადასულიყვნენ: Mitsubishi Motors-მა აპრილში დროებით შეაჩერა ექსპორტი აშშ-ში. ზოგი კომპანია ფიქრობს საწარმოების აშშ-ში გადატანაზე, რათა ტარიფებს თავი აარიდოს. საუბარია Honda-ზე, რომლის გაყიდვების 40% ამერიკულ ბაზარზე მოდის (1.42 მილიონი მანქანა წელიწადში). მსგავსი გეგმები Hyundai-სა და Nissan-საც აქვთ, თუმცა ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამ დროისთვის, კომპანიები ცდილობენ, რომ მომხმარებლებისთვის ფასები არ გაზარდონ, თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ ეს დროებითია.

„არა მხოლოდ ტარიფები“

ტარიფების გარდა, ავტომწარმოებლებზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, მეტალისა და ენერგომატარებლების ფასების მერყეობა, ვალუტის კურსის არასტაბილურობა, მიკროჩიპების დეფიციტი. „მაგალითად, იაფი ბუნებრივი რესურსების მიუწვდომლობამ გერმანიის ეკონომიკაში მრავალი ნეგატიური პროცესი გამოიწვია, მათ შორის, ბიზნესის გადინება და საწარმოო სიმძლავრეების შემცირება“, - ამბობს ექსპერტი.

ევროპული კომპანიები ნელ-ნელა კარგავენ გლობალურ ბაზარს. შეცდომა მათ უკვე COVID-19-ის პანდემიის დროს დაუშვეს - მაშინ გადაწყვიტეს ნაკლები მანქანის წარმოება, მაგრამ უფრო ძვირად გაყიდვა.

2023 წელს, Volkswagen-ის გაყიდვები 2019 წელთან შედარებით, 18%-ით შემცირდა, Mercedes-ის კი - 29%-ით. ფულადი რესურსების ნაკლებობის გამო, ევროპულ ბრენდებს ახალი მოდელების განვითარება უჭირთ. შედეგად, ჩინეთი ბაზარს იპყრობს.

ჩინელი მწარმოებლები გაცილებით სწრაფად ახორციელებენ ინოვაციებს მაშინ, როცა გერმანელები ამას ვეღარ ასწრებენ. იაპონური და დასავლური გიგანტები ხარისხს უზრუნველყოფენ, ჩინელები კი მასიურ წარმოებას იაფად გვთავაზობენ, რასაც საბოლოოდ, მომხმარებელთა უმეტესობა ირჩევს.

წყარო: https://trt.global/russian/article/bd0eee97f66e