სახელმწიფო გადატრიალების სქემაში ჩართული „ენჯეოშნიკების“ მოქმედების არეალი ვიწროვდება 

სახელმწიფო გადატრიალების სქემაში ჩართული „ენჯეოშნიკების“ მოქმედების არეალი ვიწროვდება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ი/მ არასამთავრობო ორგანიზაცია (ა-ო) წევრების დაკითხვა, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. 

ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა. სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის - ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა ა-ო „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი, რომლის ორგანიზაცია - ISFED-მა, აქციების დაწყებიდან მეორე დღეს, დამცავი საშუალებები შეიძინა, რამაც გამოძიებას გაუჩინა კითხვები, რა საჭირო იყო მშვიდობიან აქციებში მონაწილეობისთვის თავდაცვის საშუალებების შეძენა. ლევან ნატროშვილი, 27 აგვისტოს, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდა ამ აქციებში და სწორედ თანამშრომლებისთვის შეიძინა რესპირატორები.

თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს და მეორე დღეს, 29 ნოემბერს, უკვე შეძენილი აქვთ სახის დამცავი სათვალეები და რესპირატორების კომპლექტი. ცხადია, შეძენა დანაშაული არ არის, თუმცა გამოძიების მტკიცებით, როდესაც პოზიციონირება არის, რომ ისინი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რა საჭიროა სახის დამცავი საშუალებებისა და რესპირატორების შეძენა, თუ ისინი განწყობილნი იყვნენ მშვიდობიანად გასაპროტესტებლად? ნატროშვილისგან გამოძიებას აინტერესებს, ვისგან იცავდნენ ისინი თავს და რაში სჭირდება მშვიდობიან დემონსტრანტს მსგავსი აღჭურვილობა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ნატროშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სკანდალური საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ნატროშვილმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები.

„დაკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ, რეალურად და რამდენად სწორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ჰქონდათ მოთხოვნები, მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რა სამართლებრივი, ან მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას, თუმცა მისი პასუხი იყო, რომ ის დაიკითხა უკვე ამ საქმეზე და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, რამე ღირებული მტკიცებულება მას პროკურატურისთვის არ მიუწოდებია“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

გამოძიების კითხვებს უპასუხა ა-ო „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორმა, თამთა მიქელაძემ. გარდა იმისა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების ფარგლებში, ის მოწოდებებს აკეთებდა, პროტესტისთვის ფინანსური დახმარებაც გაუწევია. გამოძიება დაინტერესდა, რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და „წიწაკის სპრეი“.

მაშ ასე, ე.წ. „ენჯეო“ სექტორი ჩართულია სახელმწიფო გადატრიალების სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ყველა ის პირი, ვინც ამ სქემაშია ჩართული. სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედმა „ენჯეოშნიკებმა“ გაავრცელეს განცხადება, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ მათ მიერ მომზადებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა.

საჩივარი შეეხება, როგორც „რეპრესიულ კანონმდებლობას“, ასევე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასამთავრობო სექტორი დავობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და მათი საქმიანობის შეჩერება. აღსანიშნავია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მათ მიერ მომზადებული სარჩელში არ ითხოვს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ კანონის გაუქმებას.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობოებმა იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულები და ამიტომ არ არის ჩანაწერი კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ მიერ, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ მომზადებულ სარჩელში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა.

„ცხადია, უარი იქნება სტრასბურგისგან. ჩვენ ხომ კოპირება გავაკეთეთ არსებული მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და წარმატებით ფუნქციონირებს? ამ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თუ რაში იღებს ზოგი კონგრესმენი ფულს, როგორ „გააშავოს“ ჩვენი ქვეყანა, როგორ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს ყველაფერი ცნობილი გახდა „ფარას“ კანონის საშუალებით. წინასწარ იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულები, ამიტომ არ დაარეგისტრირეს იმ მოთხოვნით, რასაც ჰქვია კანონის შეჩერება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ენჯეოები“ არ ითხოვენ კანონის შეჩერებას, რადგან იციან, რომ ეს მოთხოვნა აბსურდული იქნება.

„ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალს „ფარას“ კოპირებულ ვარიანტზეც, რადგან წინასწარ იციან, რომ აბსურდულ მოთხოვნას წაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლო იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი მათი ფსევდოისტერიისა, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და არავის უფლებები არ იზღუდება. ერთადერთი, რასაც მოითხოვს კანონი არის ის, რომ საჯარო გახდეს, თუ რა თანხები ერიცხებათ ამ მდიდარ „ენჯეო“ ორგანიზაციებს და რა თანხებს ხარჯავენ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ირაკლი ჭინჭარაული ამ ნიუსის ფორ.ჯის დედაც მოტყან
1 საათის უკან