ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი ზღვისუბნის მე-10 და მე-11 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.
ის პირობას აძლევს მოსახლეობას, რომ ქალაქის განვითარება წარმატებით გაგრძელდება.
მისივე თქმით, „ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვისუბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“.
„დღეს, ზღვისუბნის მე-11 მრ, I კვარტალს ვესტუმრე. შევხვდი ამომრჩეველს და ვისაუბრეთ უბანში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ასევე, მომდევნო 4 წლის გეგმებზე, რომელიც კახა კალაძის გუნდს კარგად გააზრებული და გაწერილი აქვს. პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება, შედეგს კი თითოეული მოქალაქე იგრძნობს.
საინტერესო შეხვედრა გვქონდა ზღვისუბნის მე-10 კვ, N38ა კორპუსის მცხოვრებლებთანაც. მიხარია, რომ აქტიურად არიან ჩართულები რაიონისა და ქალაქის განვითარების საქმეში. მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა სჭირდება ზღვისუბანს და მეც ვეცნობი ამ საჭიროებებსა და სურვილებს. მომავალში კი ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვისუბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“- წერს ირაკლი ბენდელიანი.