შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული იაგო წ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 19 მარტს მოკლა მეზობელი, 1997 წელს დაბადებული მანანა ნ. და ცხედარი გადამალა.

სამართალდამცველებმა მოკლული გოგონას ცხედარს მომხდარიდან რამდენიმე საათში მიაკვლიეს და ოპერატიული მოქმედებების შედეგად იაგო წ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).