„უბრალოდ, მინდოდა, გამეგო, როგორ არის“ - ტრამპის პასუხი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

„უბრალოდ, მინდოდა, გამეგო, როგორ არის“ - ტრამპის პასუხი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

ჰააგაში აშშ- პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნატო- წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ დაიწყო. დონალდ ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას ზელენსკისთან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ანალიტიკოსთან ნაწილი აღნიშნულ შეხვედრაში რაიმე დადებით სიგნალებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ უფრო მეტად გასაკვირი იქნებოდა ის ფაქტი, დონალდ ტრამპს თავი რომ აერიდებინა ზელენსკისთან შეხვედრისგან.

შეკითხვაზე, განიხილებოდა თუ არა შეხვედრაზე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ამერიკის ლიდერმა აღნიშნა: არა, უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ არის. მისივე თქმით, ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საბარს.

შეხვედრიდან რაც გამოვიტანე - რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო - მას ამის [ომის] დასრულება სურს. ვფიქრობ, კარგი დროა დასასრულებლად. ვაპირებ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვნახავ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულებაკარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან და ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა ბევრ კარგ ადამიანთან, დიად ლიდერებთან. ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა, - განაცხადა ტრამპმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ დემონსტრაციული უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე თავად ტრამპს დააზიანებდა. მისი შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა უფრო სიმბოლური იყო, ვიდრე რაიმე, კონკრეტული შედეგის მომტანი.

ვფიქრობ, პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული ჟესტი იყო - ტრამპი დემონსტრაციულად რომ არ შეხვედროდა ზელენსკის სამიტზე, ეს აღიქმებოდა ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, როგორც აშშ- ახალი ადმინისტრაციის ერთგვარი გაციება უკრაინის პრობლემატიკის მიმართ, რაც შესაძლოა ნეგატიური შედეგების მომტანი ყოფილიყო თავად ტრამპისთვის, რადგან მისგან ჯერ კიდევ ელიან უკრაინაში მშვიდობის მოტანას და ასე დემონსტრაციულად უარი მიმანიშნებელი იქნებოდა იმის, რომ აშშ დისტანიცირებას ახდენს უკრაინის პრობლემატიკისგან.

ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა უბრალოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამ შეხვედრის დროს, ტრამპმა რაღაც დამატებითი მესიჯები მიაწოდოს ზელენსკის იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს შემდგომში, რომ მისი ხისტი დამოკიდებულება, რაც ომის საკითხებს შეეხება, შეარბილოს. რთული თამაში მიდის ამ კუთხით და მე პირადად, დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ტრამპის და ზელენსკის შეხვედრას და ხელის ჩამორთმევას, მთავარია რა უთხრეს ერთმანეთს, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს - მნიშვნელოვანია მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

შეხვედრა შეხვედრისთვის არავის აწყობს - შეხვედრა შეიძლება შედგეს, მხარეებმა ხელი ჩამოართვან, მოსაზრებები გაუზიარონ, მაგრამ კითხვა ისმის: შემდეგ რა?! რუსეთი ამბობს, რომ შეხვედრა უნდა დასრულდეს კონკრეტული შეთანხმებები, რასაც ხელი უნდა მოაწეროს ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ. ვიცით, რომ ზელენსკის პრეზიდნეტობის ვადა ამოეწურა, მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი მას ლეგიტიმურ ლიდერად განიხილავს, მას რამდენად აქვს ლეგიტიმური უფლებამოსილება?! რეალურად, ზელენსკი მაინც არალეგიტიმური პრეზიდენტია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს ომიანობის პირობებში, ახალი არჩევნების ჩატარებას, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თავად და აშშ- პრეზიდენტმა განიხილეს, როგორ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-.

გრძელი და არსებითი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ყველა ნამდვილად მნიშვნელოვან თემას შევეხეთ. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს. განვიხილეთ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ნამდვილ მშვიდობას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი. ვაფასებთ ყურადღებას და მშვიდობის დასაახლოებლად დახმარებისთვის მზადყოფნას. დეტალები მოგვიანებით იქნება, - დაწერა ზელენსკიმ.

ლაზი ეს ყველაფერი ტოვებს ზრდილობის "გულობიზა" შეხვედრის შთაბეჭდილებას. არც ერთი სიტყვა უკრაინის (მით უმეტეს საქართველოს) ნატოურ პერსპექტივაზე. ალბათ დასრულდა ღია კარის პოლიტიკაზე საუბარიც, თვით ნატოოპტიმისტების მხრიდანაც კი.
ამბობდა შევარდნაძე - გავცივდით ამ ღია კარში დგომითო.
3 საათის უკან