შს მინისტრის მოადგილე საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების სამთო-სამაშველო წვრთნებს დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების სამთო-სამაშველო წვრთნებს დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და  საერთაშორისო სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია „ICDO“-ს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო-სამაშველო წვრთნები და ტრენინგი 11-15 მარტს თბილისში,  სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე, ხოლო 15-19 მარტს გუდაურში, განსაკუთრებით რთული რელიეფის სათხილამურო ტრასაზე ჩატარდება.

ღონისძიების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ვაშჩენკო დაესწრნენ. ასევე, მოწვეულნი არიან მაშველ-ინსტრუქტორები: ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანაშრომელთა სამთო-სამაშველო წვრთნა, რაც საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო რეაგირების ძალების სამთო-სამაშველო მომზადებას გააუმჯობესებს. ასევე, ხელს შეუწყობს სამაშველო ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლებას და რთულ გეოგრაფიულ პირობებში საგანგებო შემთხვევებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.

აღნიშნული ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ICDO-ს თანაორგანიზებით ხორციელდება.