„თუკი მიმწყვდეული ხარ და თვითგადარჩენაზე გიწევს ზრუნვა, შესაძლოა, მიმართო ნარკოტიკებს, რომლის ზედოზირაბაში აშკარად იმყოფებოდა ზელენსკი“

„თუკი მიმწყვდეული ხარ და თვითგადარჩენაზე გიწევს ზრუნვა, შესაძლოა, მიმართო ნარკოტიკებს, რომლის ზედოზირაბაში აშკარად იმყოფებოდა ზელენსკი“

ანალიტიკოს, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედის შემდეგ მსოფლიო სულ სხვა მოცემულობის, გამოწვევების და რისკების წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, შედგება თუ არა რუსეთისა და ნატოს პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მხოლოდ იმიტომ, რომ „დიფ სთეითს“ სურს უკრაინის ომის ფორმატის გადატანა ამ ფორმატში და შეძლებს თუ არა აშშ, ევროკავშირი და ნატო „დიფ სთეითს“ შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიოს? როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დღეს ზელენსკის ოჯახი „დიფ სთეითის“ ტყვეობაში იმყოფება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ოვალურ კაბინეტში დაწყებულ დაპირისპირებას? თეთრი სახლიდან გამოგდებულ ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გზაში დააწია გადაწყვეტილებები - ამერიკა წყვეტს ყველანაირ დახმარებას და მათ შორის უკრაინას არ გაუწევს სამხედრო დახმარებას. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ტრამპი ამბობს, რომ არ დაუშვებს რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას. ბატონო დავით, რა მკვეთრ ნაბიჯებს უნდა ელოდოს მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაციისგან, რომელიც დააზარალებს უკრაინას?

დავით ქართველიშვილი: სხვათა შორის, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დავდე ჩემი კომენტარი - რასთან გვაქვს საქმე. ზერელედ გავეცანი ორივე მხრიდან - „ქართული ოცნებისგან“ და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ სიხარულს. ერთი მხრიდან ის, რომ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა მიწასთან გაასწორეს ზელენსკი და გაიმარჯვეს მასზე. მეორე საწინააღმდეგო მოსაზრება იყო, რომ ზელენსკიმ მიწასთან გაასწორა ტრამპი და ვენსი. მივხვდი, რომ სიმართლე იმალება სადღაც ოქროს შუალედში და ამ შეხვედრიდან მისი შინაარსობრივი ნარატივიდან გამომდინარე, გამოვიყენე, რასაც ჰქვია სხეულის ენა - ვინ, როგორ იქცეოდა, ვინ როგორ იჯდა, ვინ რა პოზაში იმყოფებოდა ამ შეხვდრის დროს. მე ამოვიკითხე, რომ ეს არ იყო ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი.

მაშინ ვინ იყო?

- ეს იყო ზუსტად იმ „დიფ სთეითის“ აგენტი, წარმომადგენელი, რომელსაც ტრამპი ებრძვის დღეს და ის „დიფ სთეითი“ რომელმაც საპასუხო ბრძოლა გამოუცხადა დონალდ ტრამპს და მის ვიცე-პრეზიდენტს ზელენსკის, როგორც ერთ-ერთი თავისი „წარმატებული“ აგენტის მეშვეობოთ. ზელენსკის, შესაძლოა, სულ არ აწყობდა ის როლი, რომელიც მას გამოუყვეს ამ შეხვედრის დროს, მაგრამ აგენტის ხვედრი ასეთია. თუკი შენ მომწყვდეული ხარ კედელთან, როდესაც შენი ყოველდღიურობის ძირითადი საზრუნავი არის ფიზიკურ თვითგადარჩენაზე ზრუნვა, შენ მიდიხარ ყველა ტიპის დავალების შესრულებაზე, რაც არ უნდა დაგავალონ.

ამ დროს, შესაძლოა, მიმართო ძლიერ ტრანკვილიზატორებს ან ძლიერ ანტიდეპრესანტებს, ან თუნდაც ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ზედოზირაბაში, ჩემი აზრით, აშკარად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი, რამაც მისცა შესაძლებლობა, ეს სითამამე გამოემჟღავნებინა ოვალურ კაბინეტში, რომლითაც ის წარსდგა მათ შორის საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. საქართველოდან ჩვენ, შესაძლოა, მივცეთ ამ ყველაფერს შეფასება, მაგრამ მთავარია, რა შეფასება მიიღო ამ ყველაფერმა თვით უკრაინაში.

სხვათა შორის უკრაინაში ამ ყველაფერმა მიიღო არაორაზროვანი შეფასება...

- მე გავეცანი ორ ძალიან ცნობილ უკრაინის რადის დეპუტატის ირინა გერაშენკოს და ჩვენთვის კარგად ცნობილი ალექსი გონჩარენკოს მოსაზრებებს, რომლებმაც თავის მხრივ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი გაასწორეს მიწასათან იმის გამო, რომ როგორ შეიძლებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის კონსტიტუციის ძირითადი გარანტი, ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი იმედი გამგზავრებულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს შეიარაღებით, არამედ ძირითადი გარანტორია ქვეყნის სოცილურ-ეკონომიკური მდგომარაობის მდგრადობისა, რომელზეც დამოკიდებულია პენსიების, სოციალური დახმარების, ხელფასების დროული გაცემა და ა.შ. და ამ ქვეყნის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოიქცე ისე, როგორც მოიქცა? თვით ამ ოდიოზურმა დეპუტატებმაც კი ამას გაუსვეს ხაზი. ამ შემთხვევაში ზელენსკის დათმენის და მოთმინების უმაღლესი ხარისხი მოეთხოვებოდა იმისთვის, რომ მის სითავხედეს არ მოყოლოდა ის სავალალო შედეგები, რა შედეგებიც მოჰყვა.

ფაქტობრივად, ის განდევნეს თეთრი სახლიდან, შეუწყვიტეს სამხედრო, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარება. მას ილონ მასკის უწყების და მისი შესაძლებლობების დონიდან დაემურქნენ, რომ ქვეყნის ინტერნეტ მომარაგების თუ სატელიტური მომარაგების უზრუნველყოფას შეუწყვეტენ, რაც გამოიწვევს ქვეყნაში უკვე რეალურ ჰუმანიტარულ-სამხერდო-ეკონომიკურ კატასტროფას.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ გათვალა ეს ნიუანსები ზელენსკიმ, მით უფრო, რომ იმ ოვალურ კაბინეტში მას ელოდებოდა არა ბაიდენი, არამედ ტრამპი და იცოდა, რომ შეხვედრა არ იქნებოდა მარტივი?

- ეს ყველაფერი ზელენსკიმ გააკეთა არა საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნვით, არამედ ზუსტად იმ „დიფ სთეითის“ დავალების ფარგლებში, რომელმაც მიიყვანა უკრაინა ამ კატასტროფამდე და, რომელიც აგრძელებს უკრაინის ამ კატასროფაში საბოლოო დაშლამდე მიყვანის პროცესების მართვას. არ არის შემთხვევითი, რომ აშშ-იდან ზელენსკის თვითმფრინავმა არა კიევში, არამედ ლონდონისკენ აიღო გეზი, სადაც დღეს „დიფ სთეითის“ შტაბ-ბინაა განლაგებული და რომლის რეალურ ბოსებთან და მეპატრონეებთან ზელენსკი, ალბათ, წარსდგებოდა ანგარიშით, თუ რამდენად შეასრულა მასზე დაკისრებული დავალება.

თუ გამოვალთ იქიდან, რომ ამერიკამ რუსეთის პირისპირ დატოვა უკრაინა, რა შანსი აქვს მას, მით უმეტეს, რომ ორჯერ დაურეკა ზელენსკის ნატოს გენმდივანმა და მიმართა, რომ გამონახოს საერთო ენა და მოუხადოს ბოდოში იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ამ ომში. თავად ზელენსკი არ ფირქობს, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ტრამპზე. როგორ ფიქრობთ, რუტეს განცხადება ნიშნავს, რომ ნატო არაა ერთსულოვანი უკრაინისთვის დახმარების გაწევის კუთხით?

- ნატოს გენერალური მდივანი მოიქცა ყველაზე ადეკვატურად. ამ პოლიტიკოსმა ყველაზე ნათლად დაინახა რა შარში ჩააგდო არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ ძირითადად ნატო ზელენსკის ამ თავხედობამ ამერიკაში. ეს იყო „დიფ-სთეითის“ დავალების ძირითადი ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია იმაში, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არ შეწყდეს, რომ ადგილი არ ჰქონდეს არანაირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ვინაიდან, „დიფ-სთეითის“ ძირითადი ამოცანა შესრულებული არ არის, პუტინის რეჟიმი ვერ ემხობა, რუსეთის ფრაგმენტაცია ვერ ხორციელდება, ეკონომიკური სანქიცების ცამეტივე პაკეტს არანაირი შედეგი არ მოჰყვა, გარდა რუსეთის აღმავლობისა და

ტრამპისა და პუტინის ძალისხმევა მშვიდობის დამყარების კუთხით, „დიფ-სთეითის“ გლობალურ სტრატეგიულ გეგმებს ყველანაირად ხელს უშლის, „დიფ-სთეითის“ ამოცანა რჩება იგივე - ომი უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, ზელენსკის თავხედობა თეთრ სახლში სწორედ ამ ამოცანის გაგრძელებას ემსახურებოდა, რაც სწორად ამოიკითხა ნატოს გენერალურმა მდივანმა და მიხვდა, რომ „დიფ-სთეითს“ დიდი მოლოდინი და სურვილი აქვს იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ამხელა დაპირისპირება გადაიზარდოს რუსეთ-ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირებაში.

ეს იქნება ევროკავშირის, ალბათ, დასასრულის დასაწყისი, ეს ყველაფერი დაინახა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც დღეს ყველანაირად ცდილობს პოლიტიკურად გამოძვრეს ამ დიდი უხერხულობიდან და ამიტომაც მიმართავს „დიფ-სთეითის“ აგენტ ზელენსკის მიამიტური თხოვნით, რომ იქნებ, ბოდიში მოუხადო ამ ყველაფრისთვის, უკან წაიღო შენი სიტყვები და იქნებ, შეცვალო შენი პოლიტიკური პოზიცია უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებითო.

ეს არის მიამიტური მცდელობა, ვინაიდან „დიფ-სთეითის“ აგენტი ზელენსკი ამაზე წამსვლელი არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის დიდი ხანია თავის თავს აღარ ეკუთვნის. ის დღეს იმყოფება ფიზიკური თვითგადარჩენის მცდელობის პროცესში, რა დროსაც ყველას შეუძლია ვიზუალურად დააკვირდეს, როგორ უჭირს მას ფსიქოლოგიურად ამ სიტუაციაში ყოფნა და როგორ ეტანება და დამოკიდებულია, როგორც ჩანს, ნარკოტიკებზე. ქრისტიანული და ადამიანური თვალსაზრისით, რა საცოდავ მდგომარეობაში იმყოფება, რომლის ოჯახიც კი „დიფ-სთეითის“ მძევლობაში იმყოფება დღეს ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ამიტომ, შევეშვათ ზელენსკის, შევეშვათ უკრაინის ბედს და მომავალს. პარასკევს თეთრ სახლში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მსოფლიო აღმოჩნდა სულ სხვა მოცემულობის წინაშე და სულ სხვა გამოწვევების და რისკების წინაშე - შედგება თუ არა რუსეთისა და ნატოს პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მხოლოდ იმიტომ, რომ „დიფ-სთეითს“ სურს უკრაინის ომის ფორმატის გადატანა ამ ფორმატში და შეძლებს თუ არა აშშ, ევროკავშირი და ნატო „დიფ-სთეითს“ შესაბამისი წინააღმდეგობა გაუწიოს?

თქვენ როგორ ფიქრობთ მიაღწევს კი „დიფ-სთეითი“ მიზანს, რომელიც საკმაოდ ძლიერი ძალაა?

- ჩემი აზრით, რუსეთი და ჩინეთი მზად არიან ამ ფორმატის ნებისმიერ ფორმით განვითარებისათვის. დღეს ბურთი ამ მოედანზე ევროკავშირისა და ნატოს მხარეზეა. როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, არ ვიცი. დაველოდოთ.

ზელენსკის პირით „დიფ-სთეითმა“ ომი გამოუცხადა დონალდ ტრამპს? აგრესიული ძალაა და ამავე დროს საკმაოდ გავლენიანი. შეძლებს კი ტრამპი გამკლავებას, რომელსაც მოკავშირეების სახით ჰყავს ჩინეთი, რუსეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ნაწილობრივ იტალია და პატარა საქართველო...

- როგორც მინიმუმ, დონალდ ტრამპს ვურჩევდი ამ ეტაპზე თავი შეიკავოს ლონდოში ვიზიტისგან, ყოველი შემთხვევისთვის.

Gami " დიფ სთეითს" ცხვირი მოეწმინდა ზელესკისთვის კარგი იქნებოდა - ცხვირის წვინტი " დაფქვილული" ჰქონდა
4 საათის უკან