ესპანეთში მცხოვრები საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენლის შეხვედრა საკრებულოში

ესპანეთში მცხოვრები საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენლის შეხვედრა საკრებულოში

ესპანეთში მცხოვრები საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენელის, თავადიშვილი ჯუან ბაგრატიონის ინიციატივით, ქ. თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  “Kongolia”- ს პრეზიდენტს ბენჯამინ ვან იოდენჰოვისა და საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქ. თბილისის განაშენიანების, დაგეგმარებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში კოპმპანიის აქტიურ საკონსულტაციო კუთხით ჩართულობას ისეთი სფეროებში, როგორიცაა; ინვესტიციების მოზიდვა, ფონდების მოძიება, იურიდიული კონსულტაცია, მომსახურეობა ქალაქის უსაფრთხოების საკითხებში, დედაქალაქის ეკოლოგიის დაცვა და სხვა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ზემოხსენებული დარგების მიხედვით უახლოეს მომავლაში ორგანიზება გაუწიონ საქართველოში უცხოელი ინვესტორების ვიზიტის მომზადებას, სადაც გაიმართება თემატური ბიზნეს ფორუმები. ფორუმის ფარგლებში შესაძლებელია იქნება ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოება და საერთო ინტერესების შემთხვევაში პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ასევე, პოტენციური ინვესტორებისა და სავაჭრო მისიების წევრებისათვის საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გაცნობა, კონკრეტულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეთავაზების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს ბენჯამინ ვან იოდენჰოვმა საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მოიწვია ქ. თელ-ავივში  კომპანია  “Kongolia”- ს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმზე, სადაც ტრადიცილულად მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის დედაქალაქებისა და ინდუსტრიული ქალაქების მერები და საკრებულოს თავჯდომარეები.