საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აქციიდან მიღებულ შეტყობინებას ესიჯს ასაჯაროებს.
„მამუკა, ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობენ აქეთ, მსხვერპლზე და ფრთხილად იყვნენ რა ძალიან თქვენები, გააფრთხილეთ რა ყველა. მე არსად არავინ მახსენოთ, მომკლავენ პირდაპირი გაგებით.
ხო, მაგის გარდა დრონებით აპირებენ აალებადი საღებავების გადასხმას პოლიციელებზე, ეგეც შარია მაგარი მგონი, „სპიჩკაზე“ იხუვლოს შეიძლება, სიგარეტზე „ზაჟიგალკაზე“, ან მაშხალებზე, მიხედეთ რა მოკლედ, ფრთხილად რა“, - აღნიშნულია მესიჯში.