თამთა მეგრელიშვილი:

თამთა მეგრელიშვილი: "ქართული ოცნება" დღემდე დაუმარცხებელი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ვერ დაიმორჩილა ვერც შიდა და გარე აქტორებმა,  ძალა, რომელსაც არ ეშინია პოლიტიკაში ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ღია პოლიტიკური თამაშის

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ენა პირდაპირ იმეორებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ენას. ამას ადასტურებს ამ გუნდისადმი ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ გამოცხადებული ნდობა და ქვეყნის მართვისათვის მათთვის მინიჭებული მანდატი- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მეგრელიშვილი ხაზს უსვამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე და აღნიშნავს, რომ  ის  გონიერი, პრაგმატული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ფიგურაა, რომელიც წინ უსწრებს მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს და ნებისმიერ გამოწვევას პოლიტიკური მზაობით ხვდება.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება"  უახლეს ისტორიაში ერთადერთი ძალაა წაუგებელი პოლიტიკური თამაშით და გამარჯვება ამჯერადაც ამ ძალისაა, მომავალიც ჩაფიქრებულია პოლიტიკური პრაგმატიზმით, ეროვნულობის განცდითა და ქართულ ღირსებაზე ხაზგასმით.

„2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამ ძირეული ცვლილებები მოიტანა.

პირველი- ხელისუფლების ცვლა არჩევნების გზით მშვიდობიან ფორმატში მოხდა და ქვეყანა ერთპიროვნული, პერსონიფიცირებული მმართველობიდან სისტემურ მმართველობაზე გადავიდა;

მეორე- შეიქმნა მყარი ღირებულებათა სისტემა და პირთა წრის ცვლა გავლენას ვერ ახდენს სახელმწიფოს ინსტიტუციურ მდგრადობაზე;

მესამე-მკვლელი რეჟიმი ჩაანაცვლა ჰუმანურმა, ადამიანის ინტერესებზე მორგებულმა ხელისუფლებამ საზოგადოებაში გაჩნდა დაცულობისა და სამართლიანობის განცდა და მოთხოვნილება იმისა რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩის აქციების ნაცვლად საარჩევნო ურნასთან გადაწყდეს;

მეოთხე- ახალმა ხელისუფლებამ აჩვენა დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი როცა ყოფილი ხელისუფლება ჯანსაღი ოპონირების აუცილებლობისათვის ოპოზიციურ ძალად შეინარჩუნა.

"ქართული ოცნების" მოსვლით ჩამოყალიბდა ადამიანზე და მის ღირსებაზე  მორგებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებს აქვთ გამოხატვის უფლება და თუ არ გასცდებიან კანონით დადგენილ ფარგლებს სახელმწიფო არ უპირისპირებს მათ პროპორციულ ძალას, თვისობრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობის ხარისხი, გვაქვს ასოცირების შეთანხმება,თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი.

ლოგიკურია გამოწვევები არის  და უწყვეტ რეჟიმში მიდის მუშაობა რათა ისინი აღმოიფხვრას. ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, დაიძლიოს სიღარიბე, იყოს მეტი სახელმწიფო პროგრამა ეკონომიკური განვითარებისათვის თუ ადამიანების ღირსეული თვითრეალიზაციისათვის.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ენა პირდაპირ იმეორებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ენას.

ამას ადასტურებს ამ გუნდისადმი ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ გამოცხადებული ნდობა და ქვეყნის მართვისათვის მათთვის მინიჭებული მანდატი.

"ქართული ოცნება" პოლიტიკურ ველზე შემოსვლის დღიდან დღემდე დაუმარცხებელი პოლიტიკური ძალაა, ძალა რომელიც ვერ დაიმორჩილა ვერც შიდა და ვერც გარე აქტორებმა,

ძალა რომელსაც არ ეშინია პოლიტიკაში ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ღია პოლიტიკური თამაშის.

ამ ველზე, ამ ძალის ძლიერება არის ხალხი, მათი ნება და ეროვნული ინტერესების დასაცავად გუნდურად მოთამაშე პოლიტიკოსთა ჯგუფი.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფაქტორი რომელსაც ვერავინ წაშლის.

მის მიერ განვლილი გზა იყო ძალიან რთული. ის მკვლელი სისტემის პირისპირ საკუთარი ოჯახით დადგა ქართველი ხალხისთვის, ისევ ქართველი ხალხის არჩევანს მინდობილი. მან მოახერხა და გვერდით შემოიკრიბა სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ დამოუკიდებლად მებრძოლი ძალები და ქართული ოცნებით ერის კონსოლიდაცია შეძლო. მან დანაშაულებრივი სისტემა, ჰუმანური, ადამიანის ინტერესებსა და უფლებებზე მორგებული სისტემით ჩაანაცვლა და დღესაც, წლების შემდეგ უცვლელია ის პოლიტიკური ნდობა, რომელიც პირველად „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა და მოქალაქეთა უმრავლესობამ გამოუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი გონიერი, პრაგმატული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ფიგურაა, რომელიც წინ უსწრებს მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს და ნებისმიერ გამოწვევას პოლიტიკური მზაობით ხვდება.

ის პოლიტიკაში  ნამდვილი გროსმაისტერია, მისი პოლიტიკური სვლები არ არის ახლომხედველური პოლიტიკით ნაკარნახევი, ის წაუგებელი მოთამაშეა და საკუთარი აზროვნებით წინ უსწრებს ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას.

"ქართული ოცნება"  უახლეს ისტორიაში ერთადერთი ძალაა წაუგებელი პოლიტიკური თამაშით და მჯერა

გამარჯვება ამჯერადაც ამ ძალისაა, მომავალიც ჩაფიქრებულია პოლიტიკური პრაგმატიზმით, ეროვნულობის განცდითა და ქართულ ღირსებაზე ხაზგასმით.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას, ქართულ სახელმწიფოს.

ჩვენ ერთად მოვიგებთ მოსაგებს და შევცვლით შესაცვლელს! თქვენ კი ოპოზიციურო ძალებო წაგების აღიარებისათვის ღირსეულად მოემზადეთ, პოლიტიკურად გაღატაკების ფონზე თქვენ სხვა არჩევანი და  გზა უბრალოდ არ გაქვთ.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.