ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ურთიერთობა აშშ-თან.
„ვიხილეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონები, რომლებსაც საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს. ისაუბრეთ მათ მიერ მიღებულ კანონებზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება, ამან მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ძირეულად თავისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთანაც“, – განაცხადა მილერმა.