დიმიტრი მედვედევი: უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს

დიმიტრი მედვედევი: უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს

უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს, როცა სავარაუდოდ მისი ნატო-ში მიღება იგეგმება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კარგ სცენარად მიიჩნევს 2034 წელს, ანუ არასოდეს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, იმ დროისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები არ იქნებიან თავიანთ თანამდებობებზე, "ზოგიერთი კი ამ სამყაროში აღარ იქნება" და შესაძლოა, არც უკრაინა არსებობდეს.

„დაპირებებს უკრაინის „ნატო-ს სამოთხეში“ შესვლის შესახებ აზრი არასდროს ჰქონია და საბოლოოდ აღმოჩნდა ცარიელი ფრაზა, უკრაინელი ხალხის ტვინის გამორეცხვის საშუალება“, - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე თვის დასაწყისში DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება.