კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისებს განუცხადა.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი, როგორც ჩანს, ლარნაკაში და საზღვარგარეთ ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ვიქნებით ჩვენს ხალხთან, ჩვენს მოქალაქეებთან, ჩავალთ ყველგან. ლარნაკაში რომ არ არის ჩვენი მოქალაქეების ნება და საქართველოშია, როგორც ჩანს, ამ რადიკალურმა ძალებმა ვერ გაიგეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ლარნაკაში ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.